ამელის ყვავილების მაღაზიიდან - ქორწილების გაფორმებამდე

ამელის ყვავილების მაღაზიიდან - ქორწილების გაფორმებამდე

გიყვართ თუ არა ყვავილები, მნიშვნელობა არ აქვს. სოციალურ ქსელში შეუმჩნეველი მაინც არ დაგრჩებოდათ აქტიური და კომუნიკაბელური გოგონა - ამელი, რომელიც თაიგულებს აკეთებს და უკვე ძალიან ბევრ ადამიანთან მეგობრობს.

ყვავილების ონლაინ მაღაზიის გახსნის იდეას იმდენად ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა, რომ საჭირო გახდა ინტერნეტიდან რეალურ მისამართზე გადმოსულიყვნენ და ყველაზე ემოციურმა და უშუალო მეყვავილე გოგონამ - ამელიმ, კანდელაკის #19-ში დაიდო ბინა. აქაურობა ძალიან განსხვავდება სხვა ყვავილების მაღაზიებისგან, გარემო ისეთივე პოზიტიური და უშუალოა, როგორც თავად მასპინძელი.

ბევრი შრომა და ძალიან მალე მოპოვებული პოპულარობა გახდა იმის საბაბი, რომ ამელის თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის სურვილი გამოეთქვა და ხალხის რჩეულისა და წლის ბიზნესის ნომინაციაში მიეღო მონაწილეობა. პროექტი ამელის დაეხმარება, რომ საკუთარი გამოცდილების, ბიზნესის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ უფრო ბევრ ადამიანს მოუყვეს. ამელისთვის თიბისი ბანკის ყველა პროექტი და წამოწყება მისასალმებელია, ვინაიდან ჯერ კიდევ სულ ახალგახსნილი ყვავილების მაღაზია ამელი, თიბისი ბანკმა თავად შენიშნა და კონსიერჟ მომსახურების ფარგლებში სტატუს კლიენტებისთვის ყვავილების ექსკლუზიური მიწოდება შესთავაზა, რასაც ამელი ბუნებრივია სიხარულით დასთანხმდა და უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად თანამშრომლობენ. შესაბამისად, ამელი მოხარულია, რომ მისი პარტნიორი ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას ატარებს და საშუალებას აძლევს ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი წარმატება სხვებსაც გაუზიარონ.

ამელის საქმიანობა ისეთივე სახალისო, პოზიტიური და შედეგის მომტანი არ იქნებოდა, რომ არა მსგავსი პროექტები, კმაყოფილი მომხმარებლები და კომპანიები, რომლებსაც ამელისგან კორპორატიული მომსახურების მიღება სურს. ამელი ამ მოკლე ვადებში მოსულ წარმატებას ძალიან ბევრ შრომას, სწორ კომუნიკაციას და საკუთარ უშუალობას უკავშირებს. მართალია, ამელის თაიგულების ფორმა, სტილი მნიშვნელოვნად განსხვავდება ყველა კონკურენტისგან, თუმცა ამელი ამბობს, რომ ძირითადი განსხვავება მასსა და სხვა კომპანიებს შორის ამელის ერთგულებაა. ამელი არასდროს აღალატებს მომხმარებელს და მზად არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები დაუვიწყარ მოგონებებად აქციოს. ამელი თითოეული ადრესატისთვის განსაკუთრებულად ზრუნავს და არც ერთი თაიგული არ ჰგავს წინამორბედს. ამელის ქართველი მეყვავილე/მებაღეები და ჰოლანდიელი მომწოდებლები ამარაგებენ საუცხოო ყვავილებით. თუმცა ამელის თაიგულების ნახვისას თვალში მხოლოდ ყვავილი არა, მარტივი და ელეგანტური შეფუთვა მოგხვდებათ. ამელის არ უყვარს სკოჩი, პოლიეთილენის მასალები და სხვადასხვაგვარი დასაწებებელი საშუალებები. ამელი ფიქრობს, რომ როდესაც ყვავილს ბაფთას შეხსნი, ის უკვე მზად არის ლარნაკში ჩასადებად და სხვადასხვა შესაფუთებით ყვავილის დაზიანება აკრძალულია.

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზია კანდელაკის #19-ში საღამოს 9 საათამდე მუშაობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადრესატის გახარება და თაიგულის გაგზვანა შუაღამისას არ შეგიძლიათ. შეკვეთას ამელი 9 საათამდე აფორმებს, თუმცა საკურიერო მომსახურება მაღაზიას მთელი ღამის განმავლობაში აქვს.

თუმცა მთავარი და ყველაზე სასიამოვნო ამბავი, რომელიც ამელის უკავშირდება, ამელის ახალი მიმართულებაა. ქორწილებისა და ღონისძიებების გაფორმება ახლა უკვე ყველაზე გემოვნებიან და ერთგულ გოგონას შეგიძლიათ მიანდოთ. ამელი დიზაინერებისა და დეკორატორების გუნდთან ერთად ახლა უკვე თქვენი გარემოს გალამაზებაზეც იზრუნებს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი