საქართველოში მდებარე ორი ბენზინგასამართი სადგური მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბენზინგასამართებს შორის დასახელდა (+ფოტო)

საქართველოში მდებარე ორი ბენზინგასამართი სადგური მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბენზინგასამართებს შორის დასახელდა (+ფოტო)

საქართველოში მდებარე ორი ბენზინგასამართი სადგური მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ბენზინგასამართი სადგურების ათეულში დასახელდა.

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ მიერ გამოქვეყნებული ათეულის თანახმად, გორთან მდებარე „ვისოლის“და ბათუმში მდებარე ბენზინგასამართი სადგურები მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზ ბენზინგასამართ სადგურებს შორის მესამე და მეოთხე პოზიციაზე არიან.

„ტელეგრაფის“ ცნობით, მსოფლიოს 200 ბენზინგასამართი სადგურიდან 10 საუკეთესო დიზაინის, ინოვაციებისა და გარემოსთან სტრუქტურული კავშირის გათვალისწინებით შეირჩა.

ათეულში ასევე მოხვდნენ აშშ-ში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ინგლისსა და იტალიში მდებარე ბენზინგასამართი სადგურები.

იხილეთ ფოტოგალერეა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი