სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი არა­მი­წი­ე­რი არ­სე­ბე­ბი - "უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი ჩვენ­თან სექსს ერი­დე­ბი­ან"

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი არა­მი­წი­ე­რი არ­სე­ბე­ბი - "უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი ჩვენ­თან სექსს ერი­დე­ბი­ან"

თურ­მე, ბო­ლო დროს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არა­მი­წი­ერ არ­სე­ბებ­თან კონ­ტაქ­ტი გახ­ში­რე­ბუ­ლა.

ამ­ჟა­მად, მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა, თუ რამ გა­მო­იწ­ვია უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ით, აქ მცხოვ­რებ­ლე­ბით...

უფო­ლო­გია ახა­ლი მეც­ნი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც იკ­ვ­ლევს ამო­უც­ნობ მფრი­ნავ ობი­ექ­ტებ­სა და ყვე­ლა იმ მოვ­ლე­ნას, რაც არა­მი­წი­ერ, კოს­მო­სი­დან მო­სულ არ­სე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. უფო­ლო­გო­ბა ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სია გახ­ლავთ, რომ­ლი­თაც დღეს­დღე­ო­ბით თავს ნამ­დ­ვი­ლად ვერ ირ­ჩენთ. რო­ცა ამო­უხ­ს­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბიც კი უძ­ლურ­ნი ხდე­ბი­ან, და­სახ­მა­რებ­ლად უფო­ლოგს მი­მარ­თა­ვენ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც უფო­ლო­გი­ის სფე­რო­ში სტა­ბი­ლუ­რად მუ­შა­ობს, ერეკ­ლე შო­ნია გახ­ლავთ...

- უფო­ლო­გია ახა­ლი მეც­ნი­ე­რე­ბაა, ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი ჩაყ­რი­ლი არ აქვს. უფო­ლო­გო­ბა ჩე­მი ძი­რი­თა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბა არ არის, რი­თაც სა­კუ­თარ თავს ვარ­ჩენ. ეს ოჯახური საქ­მეა და მის მი­მართ დი­დი ინ­ტე­რე­სი მაქვს. ვოც­ნე­ბობ, ოდეს­მე ის დრო დად­გეს, რო­ცა ამ საქ­მით ვიცხოვ­რებ და ფი­ნან­სებ­საც ამ საქ­მით მო­ვი­ზი­დავ, მთელ დროს უფო­ლო­გო­ბას და­ვუთ­მობ. ეს ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ვე­რა­ნა­ი­რი საქ­მე ვერ შე­ედ­რე­ბა!

- სა­ერ­თოდ, უფო­ლო­გის საქ­მი­ა­ნო­ბას ბევ­რი დრო, რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა?

- რად­გან ეს ჩე­მი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა არ არის და ეს სფე­რო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ ფი­ნან­ს­დე­ბა, ბევრ დროს ვერ ვუთ­მობ. რო­ცა არა­მი­წი­ერ არ­სე­ბებ­თან კონ­ტაქ­ტის ბევ­რი შემ­თხ­ვე­ვა არ არის, თა­ვის­თა­ვად, ნაკ­ლე­ბი დრო სჭირ­დე­ბა, ხო­ლო რო­ცა აქ­ტი­უ­რი პე­რი­ო­დია - მე­ტი.

- რო­დის ხდე­ბა უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა?

- არ­სე­ბობს ციკ­ლუ­რი (20, 40, 80-წლი­ა­ნი) გა­აქ­ტი­უ­რე­ბე­ბი, მაგ­რამ ამის გარ­და, არის პე­რი­ო­დე­ბი, რო­დე­საც დე­და­მი­წა­ზე ან კონ­კ­რე­ტულ გე­ოგ­რა­ფი­ულ ად­გილ­ზე მოზღ­ვავ­დე­ბა ხოლ­მე შეტყო­ბი­ნე­ბე­ბი, რომ ხალ­ხ­მა არა­მი­წი­ე­რი არ­სე­ბე­ბი, ხო­მალ­დე­ბი და­ი­ნა­ხა. ვცდი­ლობთ, გან­ვ­მარ­ტოთ - რამ შე­იძ­ლე­ბა ეს გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე, რომ ეს რა­ღა­ცის წი­ნა პი­რო­ბაა, მა­გა­ლი­თად - ტექ­ნო­გე­ნუ­რი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის, ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი არე­უ­ლო­ბე­ბის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ძა­ბუ­ლო­ბის... რო­გორც ჩანს, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი დე­და­მი­წა­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და იწყე­ბენ წი­ნას­წარ კვლე­ვას, თუ რა ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს ძა­ლი­ან დი­დი გა­აქ­ტი­უ­რე­ბის პე­რი­ო­დი იყო. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს იმ ცვლი­ლე­ბე­ბის წი­ნა პი­რო­ბა გახ­ლ­დათ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლომ და სა­ერ­თოდ, საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა გა­ი­ა­რა... უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ით იყ­ვ­ნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი.

- რა სა­ხის შეტყო­ბი­ნე­ბებს იღებ­დით?

- მა­გა­ლი­თად, ხალ­ხი გვატყო­ბი­ნებ­და, რომ ხო­მალ­დი და­ი­ნა­ხეს, რო­მე­ლიც ფორ­მას იც­ვ­ლი­და, ადა­მი­ა­ნებ­თან ახ­ლოს (20 მეტ­რის მო­შო­რე­ბით) მი­დი­ო­და... იყო შეტყო­ბი­ნე­ბე­ბი, რომ თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში რა­ღაც ხო­მალ­დ­მა ტყეს გა­და­უფ­რი­ნა და იქა­უ­რო­ბა და­ან­გ­რია. ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­წერ­დ­ნენ, რომ მათ ოჯახ­ში უც­ნო­ბი არ­სე­ბა ცხოვ­რობ­და. ზო­გი მას ხე­დავ­და, ზო­გი - ვე­რა. ეს არ­სე­ბა მათ რა­ღა­ცებს ას­წავ­ლი­და, მკურ­ნა­ლობ­და, საჭ­მელს უჭამ­და, ხა­ტავ­და... ვიდ­რე კვლე­ვას და­იწყებ, მა­ნამ­დე შეტყო­ბი­ნე­ბა არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ჩანს. მე­რე, რო­ცა ფაქ­ტებს, მიმ­დი­ნა­რე კონ­ტაქ­ტის შე­დე­გებს ხე­დავ, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა მარ­თ­ლა შთამ­ბეჭ­და­ვი ხდე­ბა.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი