ყიფშიძეზე დაჭრილი მამაკაცისთვის ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო - ქირურგი

ყიფშიძეზე დაჭრილი მამაკაცისთვის ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო - ქირურგი

ქირურგ კობა თაბაგარის განცხადებით, ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი რამაზ მჭედლიშვილისთვის ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

"დაახლოებით 16.30 საათზე ახლობლებმა შემოიყვანეს თავიანთი მანქანით პაციენტი მიმღებში. სასწრაფო დახმარების მანქანით არ შემოუყვანიათ. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე და სასწრაფო წესით გადავიყვანეთ საოპერაციოში. ოპერაციის დაწყება ვერ მოხერხდა, რადგან გული გაუჩერდა. რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა და პაციენტი გარდაიცვალა", - აღნიშნა კობა თაბაგარმა. მისივე თქმით, გარდაცვლილს ჰქონდა ერთი გამჭოლი ჭრილობა, სავარაუდოდ, მარჯვნიდან მარცხნივ გასული.

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 108-ე პრიმა (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

პროფილაქტიკის თანამშრომელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა. შსს-ს პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა „ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს“ მოჰყვა, რის შედეგადაც კლიენტმა პროფილაქტიკის თანამშრომელს ესროლა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი