ქართველი სტუდენტების წარმატებული სტარტაპი - ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც საფულის ფუნქციას ასრულებს

ქართველი სტუდენტების წარმატებული სტარტაპი - ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც საფულის ფუნქციას ასრულებს

21 წლის დავით კვიციანი ერთ-ერთია იმ 20 გამარჯვებულს შორის, რომელიც "სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნესის იდეების კონკურსის შედეგად გამოვლინა.

დავით კვიციანისა და მისი გუნდის - თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტების პროექტმა "სტარტაპ საქართველოს" პროექტში მე-7 ადგილი დაიკავა და ჭკვიანი ბეჭდის შექმნისთვის 100 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.

გუნდის აღმასრულებელი დირექტორი დავით კვიციანი "ბიზნესპრესნიუსთან" მათ მიერ შექმნილი ჭკვიან ბეჭდის შესაძლებლობებზე საუბრობს.

"ჩვენს პროექტს cnick ჰქვია, რაც ჩვენი მოფიქრებული სიტყვაა. ვფიქრობთ, მომხმარებლისთვის მარტივად დასამახსოვრებელი იქნება. კნიკი არის ხის პირველი ჭკვიანი

ბეჭედი, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ხელის ერთი მოძრაობით, გადაიხადოს ტერმინალებზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და, ამავდროულად, შეინახოს პირველადი სამედიცინო ინფორმაცია - სისხლის ჯგუფი, გადატანილი დაავადებები, ალერგიულობა.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ, რადგან ამ ფუნქციის საშუალებით, "კნიკს" მომხმარებლის სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლია. გარდა დებიტორული ბარათისა, "კნიკი" ასევე ითავსებს აბონიმენტების, ორგანიზაციის საშვებისა და ლოიალობის ბარათების ფუნქციას, რაც, რეალურად, საფულის შემცვლელსაც კი ხდის ბეჭედს", - ამბობს დავით კვიციანი.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი