"დედას გაეპარა თურმე... სამი ბიჭი ერთად ჩასულან. იმ ორმა შეძლო ამოსვლა, ომარს კი..." - მდინარეს შეწირული 12 წლის მოზარდის სიცოცხლე

"დედას გაეპარა თურმე... სამი ბიჭი ერთად ჩასულან. იმ ორმა შეძლო ამოსვლა, ომარს კი..." - მდინარეს შეწირული 12 წლის მოზარდის სიცოცხლე

ქუთაისთან ახლოს, მდინარე წყალწითელაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო. ადგილობრივთა თქმით, ომარ ბერიძე მეგობრებთან ერთად, საბანაოდ იყო წასული და მან წყლიდან ამოსვლა ვერ შეძლო... ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მუშაობდნენ და ცხედარი გამთენიისას ამოიყვანეს. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდი თევზაობდა, რა დროსაც მას ქვაზე ფეხი დაუსრიალდა და მდინარეში ჩავარდა, სადაც ძლიერი დინება იყო... თუმცა, გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ის თანატოლებთან ერთად, სახლიდან საბანაოდ გაიპარა, მდინარეში გადახტომისთანავე, წყალქვეშა ტალღამ ჩაითრია.

თამუნა, ომარ ბერიძის ოჯახის ახლობელი:

- საბანაოდ იყო წასული, მეგობრებთან ერთად. დედას გაეპარა თურმე... სამი ბიჭი ერთად ჩასულან. იმ ორმა შეძლო ამოსვლა, ერთმანეთს დაეხმარნენ და ამოვიდნენ. ომარს, როგორც ჩანს, ლამიანი ადგილი შეხვდა და ქვიშაში ჩაეფლო... ბავშვები შეშინებული იყვნენ, კინაღამ ესენიც წაუღია დინებას. მადლობა უფალს, გადარჩნენ... ასე მგონია, მე დავკარგე შვილი, ისე განვიცდი, საოცრად თბილი ბავშვი იყო. გონიერი, თითით საჩვენებელი კლასში და სამეგობროში. დედამისი კუდში დაჰყვებოდა, ისეთი ყურადღებიანი და მზრუნველი დედა იყო. 37-ე სკოლაში სწავლობდა. ნიჭიერი, მონდომებული და ხალისიანი. ის და ჩემი შვილი ძმებივით იყვნენ. არ ვიცი, რა ვუთხრა დედამისს, რით ვანუგეშო... ქუთაისელები არიან. საოცრად კარგი ოჯახი აქვთ, ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქში...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი