თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშუტო ტაქსს "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თბილისის მიკროავტობუსიდან" აცნობეს, მსუბუქად დაშავებულია მხოლოდ "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლი, რაც შეეხება მიკროავტობუსს, მასში მძღოლის გარდა არავინ იმყოფებოდა.

სამარშუტო ტაქსს "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა სამარშუტო ტაქსი ტექდათვალიერების გასავლელად მიდიოდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია