როდესაც მარტოხელა დედა ორ შვილს ზრდის, ეს გმირობაა, მაგრამ ძნელია, სახელი მოუძებნო ქალბატონს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ორი შვილის გადასარჩენად მარტო იბრძვის. ერთს დიაგნოზი ბავშვობიდან დაუდგინდა, - ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმა; მეორესაც სრულიად მოულოდნელად, უმძიმესი პრობლემა გამოუვლინდა, ექიმები დიაგნოზს ჯერ ვერ სვამენ...
ქეთევან სვანიძე:
- მარტოხელა დედა ვარ. უკვე წლებია, ჩემი შვილის პრობლემით ვიტანჯები. კობას ბავშვობაში ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმა დაუდგინეს, სპასტიკური ტეტრაპარეზით ანუ ოთხივე კიდურის დამბლითა და თანდართული ეპილეფსიით. მას სამშობიარო ტრავმა აქვს. ყველაფერთან ერთად, კახექსიურია - 16 წლისაა და 14 კილოგრამს იწონის. სპეციალური საკვები სჭირდება, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. სიარული, ჯდომა და მეტყველება არ შეუძლია, ეტლით სარგებლობს. მხედველობის ნერვის ნაწილობრივი ატროფია აქვს, რის გამოც ორჯერ ოპერაცია გაუკეთეს. მას შემდეგ, მუდმივად ესაჭიროება მკურნალობა და რეაბილიტაცია, - ვარჯიშები, ასევე პედიატრისა და ნევროპათოლოგის მეთვალყურეობა, მაგრამ უმძიმესი მატერიალური მდგომარეობის გამო, შვილს ვერაფრით ვეხმარები... რაც გამაჩნდა, წლების განმავლობაში, შვილის მკურნალობას შევალიე, მაგრამ მაინც ვერაფერი ვუშველე, რადგან ეს საკმარისი არ აღმოჩნდა... ჩემი შვილი ღმერთის საჩუქარია. მინდა, ოდნავ მაინც შევუმსუბუქო ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ ბოლო ხანებში შესაბამისად ვერ ვმკურნალობ, - მუდმივად კუნთების დაჭიმულობა აქვს, რამაც ხერხემალი დაუზიანა და სკოლიოზი დაემართა... ორჯერ გადაიტანა მწვავე პანკრეატიტი, დიდხანს იწვა რეანიმაციულ განყოფილებაში... ასევე, მუდმივად ესაჭიროება ფსიქოტროპული და სხვა ტიპის ძვირად ღირებული მედიკამენტები და პამპერსი... ამას ისიც ემატება, რომ ბინა არა გვაქვს, 22 კვმ-ში ქირით ვცხოვრობთ. ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო, ბავშვს ხშირად ურთულდება ისედაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა.
- სოციალურ დახმარებას იღებთ? ... განაგრძეთ კითხვა