ბენ ჰოჯესი - საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია

ბენ ჰოჯესი - საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია

საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია, - ამის შესახებ ამერიკის ხმის ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს.

გამოცემა ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნისგან დაინტერესდა, არის თუ არა საქართველო მზად, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, რომ ევროპულ ოჯახში მალე გაწევრიანდეს.

გენერალი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ის შუა აზიისთვის ევროპაში გასასვლელი ჭიშკარია და რომ უკვე ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია.

"პირველ ყოვლისა, შეერთებული შტატებია საქართველოს საუკეთესო მეგობარი. მე აქ შეერთებული შტატების ჯარს წარმოვადგენ. ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი შესაძლებლობები გააუმჯობესოს და ასევე ჩვენს მხარდაჭერასაც გამოვხატავთ.

ჩვენ ერთობლივ წვრთნებს ვატარებთ და თავდაცვის გეგმებს ერთად განვიხილავთ. რა თქმა უნდა, უკვე წლებია, რაც ავღანეთში ერთმანეთის მხარდამხარ ვდგავართ. ეს ყველაფერი შეერთებული შტატების მიერ საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

მჯერა, რომ საქართველო სინამდვილეში უკვე ევროპაში შევიდა. ვფიქრობ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს შუა აზიისთვის ევროპაში გასასვლელი ჭიშკარია. ის წვრთნებში მონაწილეობს და უკვე ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია.

შეიარაღებული ძალები ბეჯითად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაცვაში დასახმარებლად შეძლებისდაგვარად მაქსიმალური მზადყოფნა ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ თქვენ შესანიშნავი კაცები და ქალები უკვე გყავთ სამხედრო ფორმაში, რომლებიც ქვეყნის დასაცავად მზად არიან. თავდაცვის კონცეფცია ის თემაა, რომელზეც ჩვენს ქართველ სამხედრო ძმებთან მუშაობას გავაგრძელებთ. როგორ სურს საქართველოს თავის დაცვა, რა არის ამის საუკეთესო გზა და არსებული შესაძლებლობები თავდაცვისთვის მაქსიმალურად ეფექტურად როგორ უნდა გამოიყენოს," - აცხადებს ბენ ჰოჯესი ინტერვიუში.