ჰაიდელბერგბეტონისა და Doka GmbH-ს მე-4 საერთაშირისო ხარისხის კონფერენცია

ჰაიდელბერგბეტონისა და Doka GmbH-ს მე-4 საერთაშირისო ხარისხის კონფერენცია

2016 წლის 8 სექტემბერს, 11:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას III პავილიონში გაიმართება ჰაიდელბერგბეტონისა და Doka GmbH-ს მე-4 საერთაშირისო ხარისხის კონფერენცია.

კონფერენციის ძირითადი თემაა თანამედროვე გადაწყვეტილებები სამოქალაქო და ბინათმშენებლობაში. ერთობლივი ღონისძიების მიზანია ჰაიდელბერგცემენტის და Doka-ს მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე მსოფლიო მასშტაბით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება და ინოვაციების შეთავაზება. ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის გენერალური დირექტორი, ბატონი მიხაელ ჰამპელი კონფერენციაზე კომპანიის სამომავლო გეგმებისა და ინვესტიციების შესახებ ისაუბრებს. კოლიერს ჯორჯია წარმოადგენს მოკლე მიმოხილვას თბილისის უძრავი ქონების ბაზრის კვლევაზე. მსოფლიო დონის სამშენებლო საყალიბე სისტემების ექსპერტი კომპანია Doka-ს ავსტრიიდან საგანგებოდ მოწვეული ინჟინერი, ბატონი ვერნერ ვანიგქოფერი ისაუბრებს თანამედროვე საყალიბე სისტემების ეფექტურობაზე. პრეზენტაციას ქვეყნის სამომავლო საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინვესტიციების განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, ქალბატონი თამარ ლილუაშვილი. თბილისის გენერალურ გეგმაზე მოკლე მიმოხილვას გააკეთებს თბილისის მერიის კონსორციუმის უფროსი, ბატონი მერაბ ბოლქვაძე.

კონფერენციის პარალელურად გაიმართება სამშენებლო მასალების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება სამშენებლო ბაზარზე მოღვაწე წამყვანი კომპანიების, მათ შორის Henkeli, ბედეგი, დიო, Bauer Georgia, Dmark, ჯეორენტ, Inn Design პროდუქცია, რაც სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ კომპანიების სიახლეებს და მიიღონ საჭირო ინფორმაცია.

კონფერენციას დაესწრებიან წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების 200-მდე წარმომადგენელი, სამშენებლო მასალების და ტექონლოგიური სექტორის სპეციალისტები, ინჟინრები, საერთაშორისო ექსპერტები, საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის წევრები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი