ერიკ ბენე თბილისში ჩამოდის - მსოფლიო ვარსკვლავის მოსმენის შანსს ქართველ მსმენელს SOLO აძლევს

ერიკ ბენე თბილისში ჩამოდის - მსოფლიო ვარსკვლავის მოსმენის შანსს ქართველ მსმენელს SOLO აძლევს

თბილისის შესახებ მეგობრისგან, შეიტყო. მონათხრობი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ჩამოსვლის სურვილი თავად გამოთქვა. ერიკ ბენე, თბილისს კრის ბოტის რეკომენდაციით ეწვევა. გრემის ოთხგზის ნომინანტი, R&B-ისა და Soul-ის გამორჩეული შემსრულებელი, 2013 წლის საუკეთესო ვოკალისტი მამაკაცი ერეკ ბენე, SOLO-ს ორგანიზებით თბილისში კონცერტებს გამართავს

"ერიკ ბენე კრის ბოტის მეგობარია. კრის ბოტი კი SOLO-ს მეგობარია. ერიკი თავად დაუკავშირდა ჩვენს მეგობარსლოსანჯელესში და შესთავაზა საქართველოში ჩამოსვლა. შეთავაზებაზე ჩვენ სიხარულით დავთანხმდით" - აღნიშნავს Ambebi.ge-სთან საუბრის დროს, SOLO LIFESTYLE-ის დირექტორი ეკა დუჩიძე.

პირველი კონცერტი 23 სექტემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში, 8 საათზე გაიმართება. დასწრების საშუალება ექნებათ როგორც SOLO-ებს, ასევე სხვა მსურველებსაც. 24 სექტემბერს კი სასტუმრო ROOMS-ში ბენე მხოლოდ SOLO-სმმმოოომხმარებლების წინაშე წარსდგება.

"კონცერტის ხანგრძლივობა 90 წუთი იქნება. ბილეთები უკვე იყიდება. მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში tkt.ge -ზე და თბილისში ჭავჭავაძის, აბაშიძისა და ყაზბეგის SOLO-ს ლაუნჯებში. ასევე ბათუმში SOLO-ს ლაუნჯში. რა თქმა უნდა, ბილეთის ფასი SOLO-სთვის განსხვავებულია" - ამბობს SOLO LIFESTYLE-ის დირექტორი ეკა დუჩიძე.

ერიკ ბენეს მუსიკალური კარიერა 1984 წლიდან იწყება. თავდაპირველად ერიკი და მისი ბიძაშვილი ჯორჯ ნეში სიმღერებს სარდაფში წერდნენ. ჩანაწერების დემო ვერსიებს ხმისჩამწერ კომპანიებს უგზავნიდნენ. მუსიკოსებს გაგზავნილი მასალა უკან უბრუნდებოდათ. წლების განმავლობაში ერიკი თავის დასთან ლიზასთან ერთად წერდა მუსიკას და ალბომებს უშვებდა. მისი სოლო ალბომი მხოლოდ 1996 წელს გამოვიდა. სწორედ აქედან იწყება მისი საერთაშორისო წარმატება. 2001 წელს, ერიკი მსახიობ ჰოლი ბერიზე დაქორწინდა. ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა, რამდენიმე წელში წყვილი დაშორდა. 2011 წლიდან ერიკი დაქორწინებაში იმყოფება Prince-ის ყოფილ მეუღლესთან, მანუელა ტესტოლინისთან.

ერიკ ბენე საქართველოს 22 სექტემბერს 10 კაციანი შემადგენლობით ეწვევა და საათნახევრის განმავლობაში ლაივ კონცერტით ასიამოვნებს ქართველს მსმენელს. უკვე რამდენიმე წელია, SOLO თავის მომხმარებელს ანებივრებს და საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოყავს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, მსოფლიო ვარსკვლის ერიკ ბენეს კონცერტის მოსმენის საშუალება ამჯერად არა SOLO-ს მომხამრებელსაც შეეძლება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი