გომბორის უღელტეხილზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გომბორის უღელტეხილზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გომბორის უღელტეხილზე ადგილობრივებმა 59 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ გარდაცვლილი ლექსო ჯუგაშვილი თელავის რაიონში ცხოვრობდა.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია