მოშინაურებული მახრჩობელა გველები ჭიჭინავების ოჯახში

მოშინაურებული მახრჩობელა გველები ჭიჭინავების ოჯახში

ზუგდიდში, ჭიჭინავების ოჯახში 3 მცირეწლოვან ბავშვთან, ძაღლთან და თევზებთან ერთად ორი მახრჩობელა გველი იზრდება. კლეოპატრა და ტუტანხამონი ჯერ ორი წლისები არიან, თუმცა მათი სიგრძე უკვე თითქმის 3 მეტრს აღწევს. ქვეწარმავლებთან ბავშვები ხშირად თამაშობენ. 

"საშუალოდ 25-30 წელს ცოცხლობენ, ალბათ მათ გაზრდას მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოვახერხებთ, რადგან საბოლოო ჯამში, მათი წონა 100 კილოგრამს აღწევს. მერე შეველევით, თუმცა იქამდე შორია", - ამბობს ნიკო ჭიჭინავა.

ჭიჭინავების ამ გატაცებას მეზობლები თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა უკვე შეეჩვივნენ და კონტაქტსაც არ ერიდებიან.

იხილეთ ვრცლად რადიო "ათინათის" სიუჟეტი

იხილეთ ვიდეო