10 სექტემბერს რიოს პარალიმპიადაზე 90 კგ წონით კატეგორიაში პარაძიუდოისტიზვიად გოგოჭური ფინალში გავიდა.
ქართველმა პარაძიუდოისტმა ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში არგენტინელ ხორხე ლენსინასთან იპონით იმარჯვა. გოგოჭურმა იპონით იმარჯვა ნახევარფინალშიც, სადაც მეტოქედ ამერიკელი დარტანიონ კროკეტი ერგო.
ქართველის მეტოქე ფინალში უკრაინელი ოლექსანდრ ნაზარენკო იქნება. ფინალური ბლოკი 23:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ პარალიმპიადაზე გოგოჭური საქართველოს პირველ მედალს მოუტანს. აქამდე ეს არავის გაუკეთებია.