2016 წლის 10 სექტემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა წლის მთავარი მარკეტინგული ღონისძიება Spotlight 2016, რომლის გენერალური სპონსორი უკვე მეორე წელი ზედიზედ იყო პაშა ბანკი.
Spotlight 2013 წლიდან ტარდება, აქ ქართველი მარკეტერები და სხვა პრაქტიკოსი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. წელს ღონისძიებას 450-მდე სტუმარი ესწრებოდა, რომელთა შორის იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სპეციალისტები, სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლები და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ადამიანები.
2015 წლის Spotlight-ზე პაშა ბანკმა წარმოადგინა ახალი პროექტი Spotlight Marketing Library, რომელიც განხორციელდა Spotlight-სა და თბილისის მედიათეკასთან ერთად. პროექტის მიზანია ერთ კომფორტულ სივრცეში მოუყაროს თავი მარკეტინგის, ბრენდინგის, PR და სხვა მომიჯნავე დარგების თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და გახადოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.
წელს პაშა ბანკმა Spotlight Marketing Library-ის50-ზე მეტი ახალი წიგნი გადასცა. Spotlight-ის სტუმრებს ჰქონდათ საშუალება, სპეციალურ სტენდთან დარეგისტრირებულიყვნენ მედიათეკისაბონემენტებზე, რომლებიც პაშაბანკისგან საჩუქრად გადაეცათ.
„პაშა ბანკიუკვე სამი წელია საქართველოში ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ პროფესიულ-საგანმანათლებლო პროექტს დაუჭირა მხარი. Spotlight ერთ-ერთი ასეთი პროექტია, რომელიც მარკეტინგის და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებისთვის ქმნის პლატფორმას ცოდნის და გამოცდილების გასაზიარებლად. მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი უკვე მეორე წელია Spotlight-ის გენერალური სპონსორია და ჩვენისაერთოპროექტები Spotlight Marketing Library და ანალიტიკური სტატიების რუბრიკა მარკეტერზეპოპულარობით სარგებლობს ამ სფეროთი დაინტერესებულ მკითხველებში.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობისდა მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.
“პაშა ბანკთან ჩვენ უკვე 2 წელზე მეტიავთანამშრომლობთ. ამ ხნის განმავლობაში მათი ძალიან დიდი მხარდაჭერით ჩატარდა Spotlight-ის ორი ღონისძიება, რომელთა ვიდეოჩანაწერები არის საჯარო და მათ ათასობით ადამიანი უყურებს.პაშა ბანკთან საერთო მნიშვნელოვანპროექტებს შორისაა Spotlight Marketing Library,რომლის ფარგლებშიცპაშაბანკმათანამედროვე პროფესიული ლიტერატურა შემოიტანა საქართველოში და ასევე, ჩვენი ერთ-ერთი ფავორიტი რუბრიკა Marketer-ზე, სადაც ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ჰარვარდის, კელოგის, სტენფორდის ანალიტიკური სტატიებისქართული თარგმანს. ეს არის კარგი მაგალითი ორი კომპანიის ეფექტური პარტნიორობის დაპაშა ბანკის ნებისმიერი ინიციატივაგრძელვადიან ეფექტს მოახდენს ბიზნეს საზოგადოების განვითარებაზე, ვინაიდან წიგნებს, სტატიებს და ვიდეოჩანაწერებს წლების განმალობაში მეტი და მეტი ადამიანი ნახავს და წაიკითხავს.”- განაცხადა აკო ახალაიამ, მარკეტერის დამფუძნებელმა.