"ქალები მეუბნებიან: შენი სიტყვებით ტვინი გვაქვს შეჭმულიო" - რატომ საყვედურობს შოთიკო ნოზაძეს ცოლი "გათენგოებას"

"ქალები მეუბნებიან: შენი სიტყვებით ტვინი გვაქვს შეჭმულიო" - რატომ საყვედურობს შოთიკო ნოზაძეს ცოლი "გათენგოებას"

მსახიობი შოთიკო ნოზაძე, რომელიც მაყურებელმა სერიალ "ჩემიცოლის დაქალებიდან" გაიცნო, ერთი თვის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ულამაზესი გოგონა, იურისტი სოფო აბუაშვილია. შოთიკომ "თენგოს" არ უღალატა და ქორწილი ხაშურში გადაიხადა. საქორწინო მოგზაურობა კი ბაკურიანსა და სვანეთში ჰქონდათ. უკან კი, ახალი სეზონისთვის, ლამაზო მოგონებებით დაბრუნებულები, უკვე რუსთავში შეუდგნენ ოჯახურ ცხოვრებას.

- თენგო,  - "ქალი ვიცი მე კუხნაში" დამოკიდებულების ქმარია. თქვენ როგორ ინაწილებთ როლებს?

- განაწილებული მოვალეობები არ გვაქვს. დღეს, მაგალითად, პირველმა მე გავიღვიძე. ავდექი და ორივესთვის მოვამზადე საუზმე. ამის პრობლემა არ მაქვს. არ მიმაჩნია, რომ აუცილებლად ცოლმა უნდა მოამზადოს საჭმელი, გარეცხოს და ასე შემდეგ. თუ საჭიროა, რომ მე ეს გავაკეთო, რატომაც არა? მაგრამ, გენდერულ თანასწორობაზე თუ მიდგება საქმე, ქალსა და კაცს 50-50-ზე მაინც არ ვაყენებ. კაცი მაინც მაღლა დგას. ის ქალისთვის საყრდენი უნდა იყოს და კაცი მას უნდა იცავდეს. თუ აბსოლუტურ თანასწორობაზე ვისაუბრებთ, მაშინ ვთქვათ, რომ კაცი რასაც აკეთებს, ქალი იმას ვერ გააკეთებს - მოდი, ახლა, მე რომ კაცი ვარ, სახლს დავალაგებ, შენ წადი და `ლაფართქაზე~ იმუშავე, თანასწორობა თუ გინდა, მაშინ მე რასაც ვაკეთებ, შენც ხომ უნდა გააკეთო ის?!

- თენგო ყველას ძალიან უყვარს, მაგრამ მისი გინება ცოტა აღიზიანებთ ხოლმე. ცოლი რას გეუბნება ამაზე?

- ამ ბოლო დროს საჭესთან გინებას მეც დავეჩვიე და ცოლი მეუბნება: ნუ, გათენგოვდები ხოლმეო (იცინის). თენოს გინებას რაც შეეხება, ნებისმიერს რომ ჰკითხო, გეტყვის: მისგან სხვანაირი მეტყველება ვერ წარმოგვიდგენიაო. ტიპია ისეთი, რომ უხდება გინება, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ "შე კარგ მოტ...ო" ჩვეულებრივი კომუნიკაციის საშუალებად იქცა. ცუდი სიტყვა აღარაა და ქუჩაში რომ გითხრან, აღარ უნდა გეწყინოს (იცინის). ბევრი მხვდება და მეუბნება, ცოლს ასე ვაგინებო. ქალები მეუბნებიან: ვაიმე, შენი სიტყვებით სახლში ტვინი გვაქვს შეჭმული და აღარ შეგვიძლიაო. ეს ფრაზა განსაკუთრებით კაცებს მოსწონთ და ჩვეულებრივ მიმართვის ფორმად აქციეს (იცინის).

- ახალი სეზონიდან რას ელოდოს მაყურებელი?

- ამ სეზონს ჩვენი ხაზი ხსნის და მეტი ჯერ არ ვიცი. გადაღებები უკვე დავიწყეთ და თენგო განსხვავებული იმიჯით, ულვაშით მოგვევლინება.

- ხაშურის გამგებლისგან შენს როლს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

- ჰო, არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება. უბრალოდ, სასაცილო იყო ამაზე მისი მხრიდან ამხელა გამოხმაურება.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი