როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა - ფსიქოლოგების აუცილებელი ინსტრუქციები მშობლებს

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა - ფსიქოლოგების აუცილებელი ინსტრუქციები მშობლებს

ბავშვის ცუდი ქცევა - არის მისი მეთოდი მიიტანოს თავისი სათქმელი მშობლამდე. მათ ყოველთვის არ შეუძლიათ სათქმელის სიტყვებით გამოხატვა, რა აწუხებთ, რით არიან უკმაყოფილოები. ამიტომ სიტყვით გამოუთქმელი პროტესტი და წყენა აისახება მათ ქცევაზე. თუ მშობელი არ ცდილობს გაერკვეს ბავშვის ქცევის მიზეზში, იგი რისკავს, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდება და გაუმყარდება ცუდი ქცევა, რომელიც განმეორდება ისევ და ისევ. რატომ არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ რატომ აღარ გისმენთ ბავშვი და ცუდად იქცევა? როგორ გამოვასწოროთ ყველაფერი?

დასჯას აქვს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი და არ გვეხმარება ბავშვის ცუდი საქციელის გამოსწორებაში. ერთადერთი, რაც მას ნამდვილად შეუძლია - დაუტოვოს ღრმა წყენა და იმის გააზრება, რომ არ მოუსმინეს და ვერ გაუგეს. სწორედ ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მშობლის დროული და სწორი რეაქცია, რომელიც ან აღრმავებს ბავშვის ცუდ საქციელს, ან ეხმარება კონფლიქტის დადებითად მოგვარებაში.

არსებობს სამეცნიერო ახსნა იმისა, თუ რატომ გამოდიან ბავშვები დროდადრო „საზღვრებიდან“. ეს არის ბავშვის განვითარების ნორმალური ეტაპები. ბავშვის გადმოსახედიდან მას უნდა, რომ ეკუთვნოდეს მშობლის მთელი დრო და ყურადღება. ბავშვებს ხომ არ შეუძლიათ ამის „სწორად“ გამოხატვა. მათ ჰგონიათ, რომ საუკეთესო მეთოდი ამისთვის - ისტერიკის მოწყობაა.

2013 წელს ჩატარებული ექსპერიმენტის თანახმად, რომელშიც 3, 5 და 7 წლის 10 000 ბავშვი მონაწილეობდა, დამტკიცდა, რომ არსებობს ობიექტური და სტატიკური კავშირი მოუწესრიგებელ ძილის რეჟიმსა და ბავშვის ქცევის პრობლემებს შორის. პროფესორი ივონ კელი ლონდონის უნივერსიტეტიდან ყვება: „ფიქსირებული დღის რეჟიმის არქონა აისახება ბავშვის განვითარებასა და ქცევაზე, რომელიც მთელი ცხოვრების ეტაპებზე შეიძლება გაჰყვეს.

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ნეგატიური ცვლილებები ბავშვის ქცევასა და განვითარებაში შექცევადია დღის რეჟიმის მკაცრად დადგენის შემდეგ. ბავშვის ქცევა იცვლება უკეთესობისკენ. თუ ბავში მუდმივად გამოუძინებელია, ვლინდება ჰიპერაქტიურობა, ემოციური ხასიათის პრობლემები... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი