საღამოს 6 სთ-ის შემდეგ შიმშილით წონაში ვერ დაიკლებთ! პროფესიონალის ამომწურავი პასუხები და რჩევები

საღამოს 6 სთ-ის შემდეგ შიმშილით წონაში ვერ დაიკლებთ! პროფესიონალის ამომწურავი პასუხები და რჩევები

დღესდღეობით ძალიან გავრცელებულია მოსაზრება, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ შიმშილი იწვევს წონის კლებას. - ეს შეხედულება მცდარია!

გვესაუბრება ფიტნეს ინსტრუქტორი, ანტონ ლაშქარაშვილი:

კარგად თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ შიმშილის შეგრძნება ზუსტად საღამოს საათებში გვაწვება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საღამოს საათებში, კერძოდ კი დაძინებამდე 2,5-3 საათით ადრე არ მიირთმევთ საკვებს, დილით გაღვიძების შემდგომ, რამდენიმე საათი შიმშილის გრძნობა არც კი გექნებათ.

ბუნებრივია, იბადება კითხვა, თუ რატომ ხდება ასე?

ზემოხსენებული გარემოება გამომდინარეობს იქიდან, რომ მოქმედებაში ჩართულია ზრდის (სომატოტროპული) ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ზრდას და მეტაბოლიზმის პროცესს ღამის განმავლობაში. სომატოტროპული ჰორმონი უმთავრესს როლს თამაშობს კუნთოვანი სისტემის აღდგენის პროცესზე, უზრუნველყოფს მთლიანი ორგანიზმის განახლებასა და გაახალგაზრდავებას.

ძილის პერიოდში ადამიანი სუნთქავს და შესაბამისად, ორგანიზმი ფუნქციონირებას არ წყვეტს, აქედან გამომდინარე გეტყვით, რომ ნებისმიერი ორგანოს ფუნქციონირებისთვის საჭიროა ენერგია, რომელსაც ორგანიზმი ღებულობს ცხიმოვანი მასის წვის ხარჯზე.

დილით შიმშილის გრძნობა არ გვაწუხებს, იმიტომ რომ ზრდის ჰორმონი არ წყვეტს ფუნქციონირებას, ხოლო საღამოს შიმშილის შეგრძნება მატულობს იქიდან გამომდინარე, რომ ზრდის ჰორმონი წყვეტს მუშაობას.

ჩემი მთავარი რჩევაა: ნებისმიერი მოქმედება, რაც უკავშირდება ადამიანის ორგანიზმს, კვებას, სითხის მიღებას და სხვა სახის ქმედებებს მოხდეს აუჩქარებლად და ორგანიზმის და ტვინის მოთხოვნებზე დაყრდნობით. მიენდეთ იმას, რასაც გკარნახობთ ტვინი.

ჩვენი სხეული არის მანქანა, რომელსაც მართავს ჩვენი ტვინი!... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი