"ლორ­დ­მა ქე­თის­გან შე­იტყო, რომ არ­სე­ბობს ულა­მა­ზე­სი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო ჰქვია" - ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

"ლორ­დ­მა ქე­თის­გან შე­იტყო, რომ არ­სე­ბობს ულა­მა­ზე­სი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო ჰქვია" - ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

XX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი ინ­გ­ლი­სე­ლი ლორ­დი, პრო­ფე­სო­რი დოქ­ტორ სტი­ვენ ჰენ­რი ლო­ი­დი ინ­გ­ლი­სუ­რი ენის კა­თედ­რა­ზე ლექ­ცია-სე­მი­ნა­რებს კითხუ­ლობ­და. მან საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში.

გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი ინ­გ­ლი­სე­ლი ლორ­დის მოღ­ვა­წე­ო­ბი­დან 50 წლის­თა­ვი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბაგ­რა­ტო­ვან­თა სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლის ქე­თი ერეკ­ლეს ასუ­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი გახ­სე­ნე­ბის სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა, სა­დაც სიტყ­ვით გა­მო­ვიდ­ნენ თსუ-ის რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლი ბა­ტო­ნი ირაკ­ლი მურ­ცხ­ვა­ლა­ძე და სხვა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი...

ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი ინ­გ­ლი­სე­ლი ლორ­დი, დოქ­ტორ სტი­ვენ ჰენ­რი ლო­ი­დი და­ი­ბა­და ინ­გ­ლი­სის საგ­რა­ფო­ში. იგი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო ოჯახ­ში. მი­სი მშობ­ლე­ბი: მა­მა - ჰენ­რი ჯე­იმს ლო­ი­დი და დე­და - მა­რია როზ­მე­რი ჰა­ნო­ვე­რი-ლო­ი­დი დიდ­გ­ვა­რო­ვა­ნი ლორ­დე­ბი და სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ... ჰა­ნო­ვერ­თა გვა­რის მემ­კ­ვიდ­რეა მი­სი სა­მე­ფო უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა, დი­დი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის მე­თა­უ­რი დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II და მი­სი სრუ­ლი სა­ხე­ლი და გვა­რია - ელი­ზა­ბეთ ალექ­სან­დ­რა მე­რი უინ­ძო­რი (ყო­ფი­ლი ჰა­ნო­ვე­რი).

ბრი­ტა­ნეთ­ში უინ­ძორ­თა დი­ნას­ტია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დი­ნას­ტიაა, რო­მე­ლიც ჰა­ნო­ვერ­თა დი­ნას­ტი­ის მემ­კ­ვიდ­რეა 1901 წლი­დან, მი­სი უკა­ნას­კ­ნე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის -დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს შექ­მ­ნი­ლი ან­ტი­გერ­მა­ნუ­ლი სიტუაციის გა­მო, ჯორჯ V-მ გა­მო­აცხა­და, რომ დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რია ჰა­ნო­ვე­რის შთა­მო­მავ­ლებს უინ­ძო­რის გვა­რი უნ­და მი­ე­ღოთ, რის გა­მოც, დღეს დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ II გვა­რად უინ­ძო­რია და არა ჰა­ნო­ვე­რი. თუმ­ცა, ლორდ სტი­ვენ ჰენ­რი ლო­ი­დის დე­დამ არ მი­ი­ღო უინ­ძო­რის გვა­რი და ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ქმრის გვარ­ზე გა­დას­ვ­ლი­სას ორი­ვე გვა­რი გა­ა­ერ­თი­ა­ნა - ჰა­ნო­ვე­რი-ლო­ი­დი... სტი­ვე­ნი ბე­ჯით მოს­წავ­ლედ ით­ვ­ლე­ბო­და. მან კარ­გად იცო­და ის­ტო­რია და ლი­ტე­რა­ტუ­რა და უცხო ენე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, მათ შო­რის რუ­სუ­ლით... უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რ­და ფი­ლო­ლო­გი, დოქ­ტო­რი, ლორ­დი სტი­ვენ ჰენ­რი ლო­ი­დი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში საბ­ჭო­თა რუ­სეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მი­ხე­ილ ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის მოს­კო­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს კითხუ­ლობ­და ინ­გ­ლი­სურ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში... პირ­ვე­ლად, სწო­რედ საბ­ჭო­თა რუ­სე­თი­დან და­იწყო მი­სი სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნი, სა­დაც ის სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით შეხ­ვ­და დიდ­გ­ვა­რო­ვან ქარ­თ­ველ გო­გო­ნას, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნელს - ქე­თი ერეკ­ლეს ასულ ბაგ­რა­ტი­ონს და მას­თან ოჯა­ხის შექ­მ­ნა გა­დაწყ­ვი­ტა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი