ალექსანდრე ჯეჯელავა - იმედი მაქვს, რომ ახალ სასწავლო წელს ვხვდებით უფრო დამშვიდებული მასწავლებლებით, რომლებსაც არც ჩაჭრას, არც გაყრას არავინ უპირებს

ალექსანდრე ჯეჯელავა - იმედი მაქვს, რომ ახალ სასწავლო წელს ვხვდებით უფრო დამშვიდებული მასწავლებლებით, რომლებსაც არც ჩაჭრას, არც გაყრას არავინ უპირებს

ახალ სასწავლო წელს ვხვდებით გახარებულები, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"პირველ რიგში გვიხარია, რომ სკოლაში მეტი პირველკლასელი მიდის. ძალიან ბევრ ადგილას ახალ სასწავლო წელს ვხვდებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, ზოგან გადასარევი ინფრასტრუქტურით, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით რეაბილიტირებული სკოლები აბსოლუტურად ფანტასტიურია, დაუჯერებელია და მოგინდებათ სკოლაში დაბრუნება. ასევე, ახალ სასწავლო წელს ვხვდებით ძალიან დროულად და ოპერატიულად დარიგებული სახელმძღვანელოებით, მოსწავლეების კომპიუტერებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ სასწავლო წელს ვხვდებით უფრო მოტივირებული, დამშვიდებული, დაწყნარებული მასწავლებლებით, რომლებსაც არც გამოცდას, არც ჩაჭრას, არც გაყრას არავინ უპირებს. მე დარწმუნებული ვარ ისინი ახალი ენერგიით შეუდგებიან მუშაობას თავანთ მოსწავლეებთან", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე ინფორმაციით, მოსწავლეები უფასო სახელმძღვანელოების შერეულ კომპლექტს მიიღებენ, რომელთა დაახლოებით 30% ახალი, ხოლო დაახლოებით 70% მეორადი, 2-3 წლის წიგნები იქნება. მინისტრის ინფორმაციით, ძალიან დაზიანებული წიგნები მოხმარებიდან ამოღებულია. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, წესით ძალიან დაზიანებული წიგნები არც ერთ მოსწავლეს არ უნდა შეხვდეს, თუმცა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ასეთი მაგალითები იყოს.

ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი