"თქვენ ისევ ის ზოდიაქოს ნიშნები ხართ, რაც იყავით" - რა განმარტებას აკეთებენ პროფესიონალი ასტროლოგები "NASA-ს აღმოჩენაზე"

"თქვენ ისევ ის ზოდიაქოს ნიშნები ხართ, რაც იყავით" - რა განმარტებას აკეთებენ პროფესიონალი ასტროლოგები "NASA-ს აღმოჩენაზე"

"თქვენმა ზოდიაქოს ნიშანმა განლაგება შეიცვალა. 2000 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ზოდიაქოს ნიშნები განაახლა", - გუშინ ამ ნიუსმა ქართული სოციალური ქსლები და ვებ-გვერდები მოიცვა, თუმცა ამბავი ძველია და მასთან დაკავშირებით პროფესიონალი ქართველი ასტროლოგები განმარტებას ჯერ კიდევ წლების წინ აკეთებდნენ.

"ბოლო 2-3 ათასი წლის მანძილზე, ვარსკვლავებმა განლაგება შეიცვალეს. დედამიწაზე ბევრი რამ განვითარდა და შეიცვალა მას შემდეგ, რაც უძველესი ასტროლოგები ცას დააკვირდნენ და ცამაც იგივე გავლენა განიცადა. ამიტომ, დედამიწის მოსახლეობის 86% მცდარი ჰოროსკოპის ნიშანს ატარებს. დაინტერესებულხართ ოდესმე, რატომ არ დაემთხვა სრულად თქვენი მახასიათებლები თქვენსავე ასტროლოგიურ პროფილს? NASA-ს მიერ განახლებულ ზოდიაქოს ნიშნებს თუ დააკვირდებით, გაგაოცებთ მათი სიზუსტე".

დედამიწის მოსახლეობის 86%, რომელიც ამ ცვლილებას განიცდის, ზოდიაქოს ახალ ნიშანს უკეთესად შეეწყობა. ცოტა ხნით განაახლეთ თქვენი ზოდიაქოს თანავარსკვლავედი და დააკვირდით, როგორ იმოქმედებს იგი თქვენზე. თქვენ მიიღებთ უმნშვნელოვანეს ინფორმაციას, რომელიც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.

განახლებული ზოდიაქოები ასე გამოიყურება:

თხის რქა - 20 იანვარი - 16 თებერვალი

მერწყული - 16 თებერვალი - 11 მარტი

თევზები - 11 მარტი - 18 აპრილი

ვერძი - 18 აპრილი - 13 მაისი

კურო - 13 მაისი - 21 ივნისი

ტყუპები - 21 ივნისი - 20 ივლისი

კირჩხიბი - 20 ივლისი - 10 აგვისტო

ლომი - 10 აგვისტო - 16 სექტემბერი

ქალწული - 16 სექტემბერი - 30 ოქტომბერი

სასწორი - 30 ოქტომბერი - 23 ნოემბერი

მორიელი - 23 ნოემბერი - 17 დეკემბერი

მშვილდოსანი - 17 დეკემბერი - 20 იანვარი", - აღნიშნული ინფორმაცია წლების წინ უცხოურ საიტებსა და სოციალურ ქელებშიც ვრელდებოდა, თუმცა განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით უცხოელმა ასტროლოგებმაც გააკეთეს.

აი, რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები:

ქეთი ვაწაძე, 2013 წელი:

"ისევ მეცამეტე ნიშნის შესახებ...

მოკლედ და უბრალო ენით რომ ავხსნა, ასტროლოგიაში, ზოდიაქოს სისტემაში გამოიყენება არა თანავარსკვლავედები, არამედ ზოდიაქოს ნიშნები, რომელიც არ არის ერთი და იგივე.

ზოდიაქოს ნიშნები ეკლიპტიკის პირობითი დანაყოფებია, რომლებიც 30 გრადუსისგან შედგება. ზოდიაქოს სისტემის ათვლის წერტილი ვერძის ზონა, უფრო კონკრეტულად კი გაზაფხულის ბუნიაობაა (20-21 მარტი).

ზოდიაქოს სისტემა არის სტატიკური (უძრავი) და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გაზაფხულის ბუნიაობიდან იწყება, ანუ, 21 მარტს, ყოველწლიურად იბადება ვერძის ნიშნის წარმომადგენელი, 21 აპრილს-კუროსი და ა.შ.

ანუ, ზოდიაქოს სიტემაში ყოველთვის იყო და არის 12 ნიშანი. უბრალოდ ეს გაუგებრობა თანავარსკვლავედებისა და ზოდიაქოს სისტემის გაიგივებამ გამოიწვია, რომელიც პრეცესიის გავლენით დღეს უკვე არააქტუალურია (განსხვავებით ადრეული ეპოქისგან, როდესაც მოხდა ზოდიაქოს ნიშნებისთვის თანავარსკვლავედების შესაბამისი სახელების დარქმევა, მაშინ, როდესაც ცის კაბადონზე თანავარსკვლავედების განლაგება ზოდიაქოს ნიშნების განთავსებას ემთხვეოდა).

ხოლო ე.წ. მე-13 ზოდიაქო, გველისმჭერი, უფრო მისტიკური ხასიათისაა (ბევრი ასტროლოგის აზრით მდებარეობს მორიელსა და მშვილდოსანს შორის) და მისი ვითომდა "აღმოჩენა" არ ახდენს ადამიანის ზოდიაქოს ნიშანზე და ფსიქოტიპზე გავლენას და არც ზოდიაქოს ნიშნების საზღვრების გადანაცვლებას მოითხოვს. ანუ, როგორც აქამდე ხელმძღვანელობდით ტყუპების ზოდიაქოთი, კვლავაც ამ ნიშნით უნდა იხელმძღვანელოთ.

ამ ზოდიაქოს შესახებ დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ეს თემა რატომღაც ამ ბოლო დროს გახდა პოპულარული, ან "ძალადპოპულარული" სახელის მოხვეჭის მსურველი ერთ-ერთი ამერიკელი ასტრონომის (და არა ასტროლოგის), პარკ კუნკლესა და სენსაციების მოყვარე ჟურნალისტების ხელშეწყობით.

ისე, აჟიოტაჟის ატეხვა მართლაც კარგად გამოუვიდათ, თუმცა ასტროლოგიით დაინტერესებული ადამიანები კარგად ხედავენ ამ მოსაზრების აბსურდულობას".

კონსტანტინე ლოგოსი:

- ზოდიაქოს ნიშნების პერიოდების ცვლილებასთან დაკავშირებით: ეს არის სრული დეზინფორმაცია. და მიზეზები შემდეგია:

1) ის ფაქტი, რომ ვარსკლავური ცა იცვლის თავის ადგილსამყოფელს 71,5 წელიწადში 1 გრადუსით - აღმოაჩინა არა ნასამ, არამედ ჰიპარქემ ჯერ კიდევ მე-2 საუკუნეში ჩვენს წელთაღიცხვამდე. შესაბამისად ერთი ზოდიაქალური თანავარსკლავედის გავლას სჭირდება დაახლოებით 2145 წელიწადი, დროის ამ შუალედს ეწოდება ვარსკლავური ერა. აქედან გამომდინარე ერთი და იგივე რიცხვი დღეს და 2000 წლის წინ - შეიძლება განსხვავებულ ზოდიაქალურ თანავასრკლავედს ეკუთვნოდეს.

2) ზოდიაქალური თანავარსკლავედები და ზოდიაქოს ნიშნები არ არის ერთი და იგივე. ზოდიაქალური თანავარსკლავედები არის 13, თითოეულის პერიოდი არის განსხვავებული ხანგრძლივობის. ზოდიაქოს ნიშნები არის 12 თანაბარი 30 დღიანი სექტორი, რომელთა ათვლის წერტილია მზის ბუნიობა, ეს დღე კი უცვლელად არის 20-21 მარტი. ანუ ყოველი წლის 20-21 მარტს დედამიწის ეკვატორი კვეთს მზის გასავლელ გზას(ეკლიპტიკას), ამ წერტილს უწოდებენ გაზაფხულის ბუნიობას. ეს არის ვერძის საწყისი წერტილი, ზოდიაქოს რკალის საწყისი წერტილი. დასკვნა: ზოდიაქოს ნიშნების პერიოდები არ შეცვლილა. ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას!

დავით ნიბლაძე:

- თქვენ ისევ ის ზოდიაქოს ნიშნები ხართ, რაც იყავით. არაფერი შეცვლილა. დროდადრო ჟურნალისტები (და არამარტო) რეიტინგისთვის "შოკისმომგვრელ აღმოჩენებს" აკეთებენ, რომლებიც სულაც არაა ახალი ამბავი არც ასტრონომებისთვის და არც ასტროლოგებისთვის. მსგავსი ტიპის ინფორმაცია ერთი 2011-ში და მეორე 2015-ში გავრცელდა (მე რაც მახსოვს). ამჯერადაც სოციალური ქსელები მსგავსი არასწორი ინფორმაციით დავირუსდა. საქმე რაშია, თანავარსკვლავედების მდებარეობის შეცვლა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი შეიცვალა. დედამიწის გარშემო სივრცე 12 ზონად უკვე დაყოფილია და ამას ვერც თანავარსკვლავედების გადაადგილება შეცვლის და ვერც ახალი პლანეტის აღმოჩენა. მე-13 ზოდიაქოს ნიშანიც უკვე ძალიან მოძველებული თემაა, ამიტომ ამაზე საუბრით არც მე მოვცდები და თქვენს დროსაც დავზოგავ. ვერძები ისევ ვერძები ხართ, თევზები ისევ თევზები, ლომები ისევ ლომები და ა.შ. :) თუ ვინმეს გეცნოთ თქვენი "ახალი ნიშნის" თვისებები და ხასიათის გარკვეულ ნაწილში საკუთარი თავი აღმოაჩინეთ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხშირად პერსონალური პლანეტები წინა ნიშანში ხვდება ან რომელიმე ასპექტი განაპირობებს მსგავსი თვისებების ჩამოყალიბებას. მაგალითად, მე ზოდიაქოს ნიშნით (მზე) თევზები ვარ, "ახალი" სისტემით მერწყული აღმოვჩნდი. მაქვს მერწყულის თვისებებიც, მაგრამ არა იმიტომ, რომ ზოდიაქოს ნიშნით მერწყული ვყოფილვარ, არამედ იმიტომ, რომ მერკური (გონება, აზროვნება, ლოგიკა, კომუნიკაცია) მაქვს მერწყულში, ამას ემატება მარსისა და ურანის შეერთება (რომელიც მერწყულის მმართველი პლანეტაა) და ა.შ. ნუ აყვებით პროვოკაციას. არ ვაპირებდი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას (იმიტომ, რომ აბსურდია), თუმცა იმ უამრავ შეტყობინებაზე ცალკ-ცალკე პასუხის გაცემას, რომელიც დღეს და გუშინ მივიღე, ვამჯობინე, ყველასათვის ღიად დამეწერა ეს ყველაფერი.

რამაზ გიგაური:

- ზოდიაქოს ნიშნების საზღვრების შეცვლა არის დიდი სისულელე სკანდალური სათაური არის. ახლა დანარჩენი წაიკითხეთ... ინტერნეტში ახალი სტატია გავრცელდა, თითქოს NASA წერს, რომ თანავარსკვლავედების მოძრაობის გამო ზოდიაქოს ნიშნებმა საზღვრები შეიცვალეს. მსგავსი სტატია 2011 წელსაც გავრცელდა, სადაც ამერიკელი ასტრონომიის მასწავლებელი ზოდიაქოს ნიშნებში მე-13 თანავარსკვლავედის "ჩაკერებას" ითხოვდა. ეს არის აბსურდი, რადგან თანავარსკვლავედების სისტემა არის სხვა და ზოდიაქოს ნიშნების სხვა. წერტილი. თუ რაშია განსხვავება, კომენტარებში დავდებ ჩემს 2011 წელს დაწერილ სტატიას, აქაც იგივე რომ არ ვწერო. მსგავსი თემები არის "ფეიკი", რათა ადამიანების დაინტერესება მოხდეს. იმიტომ, რომ "სკანდალი გვინდა ჩვენ, სკანდა-ლი". მერე ასეთი კომენტარები რომ დაიწეროს: "უიიიი, დედას ვფიცავარ, ჩემი თავი ტყუპი მეგონა და კურო ვყოფილვარ და ბალახი უნდა ვჭამოოოო. არ მაწყობს რა" და ა. შ. ეს არის იმის მსგავსი თემა 2012 წლის 21 დეკემბერს მაიას კალენდრით აპოკალიფსი რომ უნდა მომხდარიყო.

ჯერ კიდევ 2010 წელს, "იმედზე" გადაცემა "შუადღეში" ია ფარულავასთან, ნანიკო ხაზარაძესთან და დოდოშკა ხურცილავასთან ვთქვი, რომ 22 დეკემბერს ჩემთან ჩაიზე გეპატიჟებით-მეთქი, ანუ არაფერი მოხდება-მეთქი. იგივე გავიმეორე 2012 წლის ნოემბრის ბოლოს თუ დეკემბერში "კავკასიაზე", ნინო ჯანგირაშვილის გადაცემაში ვიყავი მიწვეული, ამ თემაზე, ცხონებული ჯუმბერ ლომინაძე და კიდევ ერთი ასტრონომი იყო. ფსიქოლოგებიც იყვნენ. ასტროლოგებიდან მხოლოდ მე ვიყავი. რატომ მე? იმიტომ, რომ მე ვიყავი "არაფერიც არ მოხდება" ვერსიის მომხრე. სხვა ასტროლოგები რას ამტკიცებდნენ არ დავიწყებ საუბარს, 2012 წლის დეკემბერში რუსთავი 2-ზე, P.S.-შიც გავიდა ამ თემაზე გადაცემა და იქაც არის ჩანაწერი. ყველგან ერთი და იგივე რამეს ვამბობდი, რომ 22 დეკემბერს ჩაიზე გეპატიჟებით-მეთქი. თუმცა მერე ეს ჩემი "ჩაის დალევა" სხვა ასტროლოგმა მიიწერა სათნო სახით და ჩემმა საქვეყნოდ ცნობილმა ჩაისტობამ დალია ჩაილურის წყალი. (ერთი ჩემი მეგობრის არ იყოს, "ყავა მაინც ეთქვა მაგ კრეტინსო").

მოკლედ, ზოდიაქოს ნიშნების საზღვრები არ იცვლება. ბასტა. როცა მატარებელში, დავუშვათ მე-7 ადგილზე ზიხართ, მნიშვნელობა არ აქვს მატარებელი თბილისშია, ხაშურში თუ ბათუმში, თქვენი მე-7 ადგილი არის. P.S. თუ შემეკითხებით "ბილეთი თუ გავუცვალე გვერდით მჯდომს", წინასწარ გიპასუხებთ, ვერ გაუცვლით, რადგან ბილეთების გაცვლა, "დაკრიშვა" და ეგეთი მამაძაღლობები აქ, დედამიწაზე ხდება, თორემ კოსმოსში ეგეთი რამეები არ მოსულა.

"პირველი დედის დღეა ამ ამპლუაში" - რას წერს სოფო ნიჟარაძე დედის დღესთან დაკავშირებით

შორენა ბეგაშვილის ესპანური არდადეგები - ტელეწამყვანმა საყვარელ მამაკაცს ჩააკითხა

"რამდენიმე საათით ადრე დიდ შეხვედრამდე" - ორსული ნუცა ქავთარაძის ახალი ფოტოები