აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი სიმ­ბო­ლო თუ რე­ა­ლუ­რი ნივ­თი, სა­ი­და­ნაც იესო სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა­ზე სვამ­და

აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი სიმ­ბო­ლო თუ რე­ა­ლუ­რი ნივ­თი, სა­ი­და­ნაც იესო სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა­ზე სვამ­და

ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი არ­ტე­ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რესს მუდ­მი­ვად იწ­ვევ­და, წმინ­და გრა­ა­ლი იყო. დღემ­დე კა­მა­თო­ბენ - რა არის ეს: აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი სიმ­ბო­ლო თუ რე­ა­ლუ­რი ნივ­თი, სა­ი­და­ნაც იესო სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა­ზე სვამ­და? საც­ნა­უ­რია, რომ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ამ სა­ხე­ლით ხუ­თი ნივ­თია გა­მო­ფე­ნი­ლი. რო­მე­ლია მათ შო­რის ნამ­დ­ვი­ლი? ან­და, სა­ერ­თოდ არ­სე­ბობს თუ არა? სად ინა­ხე­ბა ან რა სა­ბურ­ველ­შია გახ­ვე­უ­ლი? რო­გო­რია მი­სი მის­ტი­კუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა? - ამ შე­კითხ­ვებ­ზე ის­ტო­რი­კო­სებს, არ­ქე­ო­ლო­გებს, მის­ტი­კო­სებს, ფი­ლო­სო­ფო­სებ­სა და რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი აქვთ. სა­კულ­ტო რე­ლიკ­ვი­ა­თა შო­რის ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი ნივ­თი გრა­ა­ლის თა­სი გახ­ლ­დათ.

აღი­ა­რე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბის შემ­დეგ, თა­სი იოსებ არი­მა­თი­ე­ლის ხელ­ში აღ­მოჩ­ნ­და. ის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი იუდე­ვე­ლი, სი­ნედ­რი­ო­ნის წევ­რი და ამას­თან, ქრის­ტეს სა­ი­დუმ­ლო მიმ­დე­ვა­რი იყო. სწო­რედ იოსებ­მა მი­ი­ღო ნე­ბარ­თ­ვა პი­ლა­ტეს­გან, ჩა­მო­ეხ­ს­ნა ჯვრი­დან წა­მე­ბუ­ლი ქრის­ტე და შემ­დეგ, ის სა­კუ­თარ სა­მარ­ხ­ში და­ეკ­რ­ძა­ლა. მაგ­რამ მა­ნამ­დე, მან მხსნე­ლის სის­ხ­ლი ხსე­ნე­ბულ თას­ში შე­აგ­რო­ვა. შემ­დ­გომ­ში, იოსე­ბის გზა ევ­რო­პა­ზე გა­დი­ო­და. მას­თან ერ­თად ამ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გრა­ა­ლიც გა­ემ­გ­ზავ­რა.

რა­ინ­დ­თა მოგ­ზა­უ­რო­ბა

კა­მა­თი სა­კითხ­ზე, თუ სად ჩა­ი­ტა­ნა იოსებ არი­მა­თი­ელ­მა თა­სი - ევ­რო­პა­ში ას­წ­ლე­უ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პირ­ვე­ლად, გრა­ალ­ზე სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი ინ­გ­ლი­სე­ლებ­მა წა­მო­ა­ყე­ნეს. ისი­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარს უჭერ­დ­ნენ ლე­გენ­დის იმ ვერ­სი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, იოსებ არი­მა­თი­ელ­მა მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ბრი­ტა­ნე­თამ­დე მი­აღ­წია და წმინ­და რე­ლიკ­ვია იქ გა­და­მა­ლა. კერ­ძოდ კი, სა­ხელ­გან­თ­ქ­მულ გლას­ტონ­ბე­რის სა­ა­ბა­ტო­ში. სწო­რედ იქ, 1190 წელს, ბე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს უძ­ვე­ლე­სი სარ­კო­ფა­გე­ბი. იქ ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი სხე­უ­ლე­ბი, მე­ფე არ­ტუ­რი­სა და მი­სი მე­უღ­ლე - გვი­ნევ­რას ნეშ­ტე­ბად იქ­ნა მიჩ­ნე­უ­ლი.

მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და სა­ხელ­წო­დე­ბა, ვოლ­ფ­რამ ფონ ეშენ­ბა­ხის თხზუ­ლე­ბი­დან - "პარ­ცი­ფა­ლი" - მუნ­სალ­ვე­ში ან მონ­სალ­ვა­ტი. მრგვა­ლი მა­გი­დის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე რა­ინდს მი­ე­ცა უფ­ლე­ბა, ენა­ხა გრა­ა­ლი. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი პერ­სე­ვა­ლი (ი­გი­ვე პარ­ცი­ფა­ლი) ამის ღირ­სი გახ­და მა­შინ, რო­ცა სა­კუ­თა­რი ნა­თე­სა­ვი - მე­ფე-მე­თევ­ზე იხი­ლა. სიკ­ვ­დი­ლის პი­რას მყოფ­მა, დას­ნე­უ­ლე­ბულ­მა მე­ფემ წმინ­და გრა­ა­ლის თა­სი­დან წყა­ლი შეს­ვა და მა­შინ­ვე გა­ნი­კურ­ნა. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ქრის­ტეს სის­ხ­ლ­მა გრა­ალს სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბე­ბი შეს­ძი­ნა. ვინც იქი­დან და­ლევ­და, კურ­ნე­ბას, ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბა­სა და უკ­ვ­და­ვე­ბას მო­ი­პო­ვებ­და. ზო­გი­ერ­თი იმა­შიც იყო დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ უკ­ვ­და­ვე­ბის შე­სა­ძე­ნად მი­სი ნახ­ვაც კი საკ­მა­რი­სი იყო. გრა­ა­ლის მო­ძი­ე­ბა გა­ლა­ჰად­მა შეძ­ლო - მრგვა­ლი მა­გი­დის რა­ინ­დ­თა­გან სა­უ­კე­თე­სომ. ღვთის­მო­სა­ო­ბი­სა და სი­მა­მა­ცის­თ­ვის, რაც წმინ­და რე­ლიკ­ვი­ის მო­პო­ვე­ბი­სას გა­მო­ი­ჩი­ნა, ის ზე­ცა­ში ცოცხ­ლად იქ­ნა ატა­ცე­ბუ­ლი.

იდუ­მა­ლი სა­სახ­ლე

არა­ფე­რია გა­სა­ო­ცა­რი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი და­უ­ზარ­ლად სვამ­დ­ნენ კითხ­ვას: სად მდე­ბა­რე­ობს ეს იდუ­მა­ლი მონ­სალ­ვა­ტი და რო­გორ უნ­და მოხ­ვ­დე იქ?

სა­ხელ­წო­დე­ბის მსგავ­სე­ბის გა­მო, უკ­ვე ჩვენს დრო­ში, ბევ­რ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ გრა­ა­ლის სამ­ყო­ფე­ლი მონ­სე­გი­უ­რის სა­სახ­ლე - ალ­ბი­გო­ე­ლე­ბის ცი­ხე­სი­მაგ­რე იყო, საფ­რან­გე­თის სამ­ხ­რე­თით. ამ რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მომ­ხ­რე­ე­ბი XIII სა­უ­კუ­ნე­ში ერე­ტი­კო­სე­ბად გა­მო­აცხა­დეს და სას­ტი­კად და­არ­ბი­ეს ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქ­რო­ბე­ბით. თვი­თონ ალ­ბი­გო­ე­ლებ­მა სა­კუ­თარ თავს კა­ტა­რე­ბი უწო­დეს, რაც ბერ­ძ­ნუ­ლად "სუფ­თას" ნიშ­ნავს. ისი­ნი თვლიდ­ნენ, რომ ამ ცოდ­ვი­ან სამ­ყა­რო­ში მხო­ლოდ მათ შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს სუ­ლი­ე­რი სი­სუფ­თა­ვე.

ცნო­ბი­ლია, რომ კა­ტა­რებს ერ­თხანს მხარს უჭერ­და ტამ­პ­ლი­ერ­თა ორ­დე­ნიც, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ასე­ვე, ერეს­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და გა­ა­ნად­გუ­რეს.

ამ­გ­ვა­რად, აიგო ახა­ლი ვერ­სია გრა­ალ­ზე, რომ ის მონ­სე­გი­ურ-მონ­სალ­ვა­ტი­დან გა­მო­ი­ტა­ნეს და ახალ, ყვე­ლა­სათ­ვის უც­ნობ ად­გი­ლას გა­და­მა­ლეს, სა­დაც რა­ინდ-ტამ­პ­ლი­ერ­თა დაც­ვის ქვეშ ინა­ხე­ბო­და (მა­თი, ვინც ან­გა­რიშ­ს­წო­რე­ბას გა­ექ­ცა).

რო­გორც ჩანს, აღ­ნიშ­ნულ ვერ­სი­ას მე­სა­მე რა­ი­ხის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბაც სი­ნამ­დ­ვი­ლედ მი­იჩ­ნევ­და. ცნო­ბი­ლია, რომ გრა­ა­ლის ძი­ე­ბის მთა­ვა­რი პრო­პა­გან­დის­ტი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო ადა­მი­ა­ნი, სა­ხე­ლად - ოტო რა­ნი, რო­მე­ლიც "ა­ნა­ნერ­ბეს" სერ­ჟან­ტ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. 1939 წელს, ის ტი­რო­ლის მთებ­ში და­ი­ღუ­პა. შე­საძ­ლოა, სწო­რედ მა­შინ, რო­ცა გრა­ალს ეძი­ებ­და. 1944 წელს, გერ­მა­ნუ­ლი ავი­ა­ცია და­ჟი­ნე­ბით დას­ტ­რი­ა­ლებ­და მონ­სე­გი­ურს. ალ­ბათ ცდი­ლობ­დ­ნენ, და­ედ­გი­ნათ სიწ­მინ­დის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ რა­ი­ხის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა გრა­ალს რა­ღაც ერ­თ­გ­ვარ სუ­პე­რი­ა­რა­ღა­დაც მი­იჩ­ნევ­და, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო ნა­ცის­ტე­ბის ხსნა გარ­და­უ­ვა­ლი და­ღუპ­ვის­გან. მაგ­რამ თა­სის პოვ­ნა მათ ვერ შეძ­ლეს. ... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი