"თეთრი ხმაურის მოძრაობა" მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსს მართავს

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსს მართავს

"თეთრი ხმაურის მოძრაობა" მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ აქცია-პერფორმანსს მართავს. მოძაობის წევრები დემურ სტურუას საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

ასევე, მათი მოთხოვნაა თანამდებობიდან გათავისუფლდეს სამტრედიის პოლიციის უფროსი, შეიქმნას გამოძიების მონიტორინგის ჯგუფი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით და დაიწყოს გამოძიება სისტემური დანაშაულის გამოვლენის მიზნით.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მნიშვნელოვანია გადაიხედოს ნარკოპოლიტიკა. მათივე თქმით, ეს დაპირება ჰქონდა "ქართულ ოცნებასაც", თუმცა, არ შესრულდა. მოძრაობის წევრები ასევე აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას საზოგადოების დაბალი ნდობა აქვს, რადგან ნარკოდანაშაულებთან დაკავშირებით გულგრილი დამოკიდებულებაა.

"ქართულ ოცნებასაც" ჰქონდა დაპირება, რომ ნარკოპოლიტიკა გადაიხედებოდა და შეიცვლებოდა სხვადასხვა მუხლით. ასევე ისინი საურობდნენ, რომ პოლიცია დაიცავდა საზოგადოებას, ჩვენ კი დღეს ვხედავთ როგორ მოიკლა ახალგაზრდა ადამიანმა თავი პოლიციელის ზეწოლის გამო. არსებობს უამრავი ფაქტი, როდესაც კონკრეტული ადამიანები საუბრობენ, რომ სამართალდამცავებმა მათ ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდეს. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და მოხდეს დროული რეაგირება. დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ობიექტური გამოძიება და სამტრედიის პოლიციის ხელმძღვანელმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი