ამ პოსტს, რომლის ავტორი დედისა და მისი შვილის ვინაობას, მათივე სურვილით არ ვაქვეყნებთ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. მართლაც დამაფიქრებელი ამბავია:
"გუშინ საღამოს ჩემი 5 წლის ბიჭი ეზოში გამილახეს ბავშვებმა. 5 ბაშვი სცემდა ერთს. სანამ ეზოში ჩავვარდი და გავიქეცი, უკვე მოესწროთ ტუჩის გახეთქვა, თავის ბორდიურზე დახეთქება, გვერდებში წიხლები და თვალებში სილა... საშინელ დღეში ჩავვარდი... ასეთი უმწეო მგომარეობა არ გამომეცადა აქამდე...
სხვის შვილებს ხომ არ გავლახავდი... ისინიც ხომ ბავშვები არიან... ერთადერთი ის შევძელი, რომ ამეყვანა ჩემი შვილი ხელში და გულში მაგრად ჩამეკრა... ერთად ვტიროდით... განაგრძეთ კითხვა