ვერსაჩეს ავეჯი - სტილი, რომელიც მოდიდან არ გადავა

ვერსაჩეს ავეჯი - სტილი, რომელიც მოდიდან არ გადავა

რა ალამაზებს სახლს ყველაზე მეტად? უმეტესობა გიპასუხებთ, რომ დახვეწილი და გემოვნებიანი ავეჯი. დღეს ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს სახლი მარტივად მოაწყოს მოხერხებული ავეჯით, მაგრამ არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც ავეჯისგან, გამოყენების გარდა, გაცილებით მეტის მიღება სურთ. სწორედ მათთვის იქმნება განსაკუთრებული ხარისხისა და დიზაინის ელიტური ავეჯი, რომლებიც ერთი შეხედვითვე იპყობს მნახველის გულს. მსოფლიოს არაერთი ბრენდია, რომელიც სწორედ ასეთი ავეჯის შექმნით არის დაკავებული. ამჯერად ყველასთვის ცნობილ Gianni Versace-ს უალამაზეს გარნიტურებს წარმოგიდგენთ.

ეს ბრენდი ყველასთვის მოდურ სამოსთან ასოცირდება, თუმცა 90-იანი წლებიდან ვერსაჩეს მოდის სახლმა სახლის ტექსტილით გააოცა თაყვანისმცემლები. ამ ხაზის ზეწრებმა, პლედებმა თუ ბალიშებმა სწრაფად მოიგო მომხმარებლის გული. შემდგომი ეტაპი ჭურჭელი იყო, რომელიც Rosenthal-თან თანამშრომლობით დამზადდა და ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად, თუმცა ვერსაჩეს სახლის ყველაზე გამორჩეული ნაწარმო მაინც ავეჯი აღმოჩნდა.

ეს ავეჯი ნამდვილად დიდებული სახლების ღირსია. ამ ორიგინალურ და დახვეწილ ნაწარმს დიდი მაესტროს ხელი ატყვია. ის ნიჭიერი დიზაინერებისა და დამპროექტებლების ასევე საუკთესო ოსტატების ერთობლივი შრომის შედეგია. ჰაეროვანი შტრიხები, ძვირფასი მასალა, კლასიკური სტილი, საუკეთესო ტრადიციები და ყველაზე წარმატებული ინოვაციები - ვერსაჩეს ავეჯის დამახასიათებელი თვისებებია. გამორჩეული ნიშანი - ბრენდის ემბლემა ბერძნულ სტილში - თითოეულ აქსესუარს ამშვენებს და ხარისხის უპირობო გარანტია.

გაგრძელება+ფოტოგალერეა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი