ილიას უნივერსიტეტში ფიზიკის მასწავლებლების ტრენინგი მიმდინარეობს

ილიას უნივერსიტეტში ფიზიკის მასწავლებლების ტრენინგი მიმდინარეობს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია უნივერსიტეტში მიმდინარე, ფიზიკის მასწავლებლების ტრენინგებს გაეცნენ.

ტრენინგი - „თანამედროვე სასკოლო ექსპერიმენტები ფიზიკაში, ლაბორატორია „PHYWE“ -ს დახმარებით“ 43 მსმენელმა უკვე გაიარა, ხოლო 150-მდე ფიზიკის პედაგოგის გადამზადება იგეგმება.

ტრენინგის მიზანია ფიზიკის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ექსპერიმენტების ჩატარებისას, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ათვისება; ფიზიკაში ექსპერიმენტული კვლევის მნიშვნელობის უკეთ გააზრება; სასკოლო ცდების ჩატარების და მიღებული მონაცემების დამუშავების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; ფიზიკის სწავლებისას ექსპერიმენტის ეფექტიანად გამოყენება.

ღონისძიების ფარგლებში, ფიზიკის მასწავლებლებისთვის ლაბორატორიების შესაძლებლობებისა და დანიშნულების პრეზენტაციაც გაიმართა. უნივერსიტეტში აღნიშნული ლაბორატორიების განთავსება განაპირობა უსაფრთხო ექსპლოატაციის საჭიროებამ და მათზე ხელმისაწვდომობის ზრდის აუცილებლობამ. დღესდღეობით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კუთვნილი ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც პედაგოგებს, ისე სტუდენტებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ორი ლაბორატორია - გერმანული წარმოების „PHYWE“ და თურქული წარმოების „აინშტაინის ლაბორატორია“ უკვე ერთი წელია, მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშია განთავსებული.

https://www.wetransfer.com/downloads/f436f666e37906d9594f80ccd45bfbf420160916181340/988e4e

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი