რამდენმა შეიძინა საქართველოში iPhone 7-ის ექსკლუზიური მოდელი 9 999 ლარად

რამდენმა შეიძინა საქართველოში iPhone 7-ის ექსკლუზიური მოდელი 9 999 ლარად

გასულ კვირას, აშშ-ში iPhone 7-სა და iPhone 7 Plus-ის გაყიდვების დაწყების პარალელურად, Apple-ის ახალი სმარტფონების გაყიდვები საქართველოშიც დაიწყო.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" iPlus-ში განუცხადეს, ამ დროისთვის ყველაზე დიდი მოთხოვნა შავი ფერის მოდელზეა და გაყიდვების 65% სწორედ ამ მოდელზე მოდის. დღევანდელი მონაცემებით, iPlus-ში 300-ზე მეტი iPhone 7 და 40-მდე iPhone 7 Plus-ია გაყიდული, რომელთა ფასი 2 777-დან 5 499 ლარამდე მერყეობს. 5 ცალი ექსკლუზიური მოდელი, რომელიც საქართველოში მომხმარებლებმა 15 სექტემბერს, სმარტფონების ოფიციალურ გაყიდვებამდე მიიღეს, 9 999 ლარად გაიყიდა. აქედან სამი მყიდველი საქართველოს მოქალაქეა.

რაც შეეხება iTechnic-ს, ქსელში 165 ერთეულამდე iPhone 7 და 150 ერთეულამდე iPhone 7 Plus გაიყიდა. ყველაზე ძვირად - 3 900 ლარად 128 GB-იანი, 10 ცალი iPhone 7 გაიყიდა. ამ ეტაპზე iTechnic-ში iPhone 7-ს ფასი 2 700 ლარიდან იწყება.

თუმცა, როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, უახლოეს მოამვალში ფასი დაკორექტირდება და მომხმარებელს უფრო დაბალ ფასად შეეძლება სასურველი "აიფონის" შეძენა. რაც შეეხება გაყიდვებს, ახალი სმარტფონის გამოსვლამდე კომპანიაში 300-მდე მომხმარებელმა განახორციელა ჯავშანი განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი