უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, 20 სექტემბერს 02:00-დან 06:00 საათამდე ელექტრომომარაგება შუეწყდება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელ გლდანის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მუხიანის აგარაკების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II, III, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, V კვარტლების, ავშნის, გობრონიძის, შენგელიას, რომელაშვილის, რეხის და ნუშის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, მუხრანის, რატევანის, ნაგომარის, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გლინკას, ჩარგლის, გუდამაყრის, ლიახვის, შენგელაიას, ჟინვალის, ბოგვის, ზიგზაგის და გვაზაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ხვალზვე, 10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ყაზბეგის გამზირს (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირს (ნაწილობრივ), საბურთალოს, კარტოზიას, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, ნუცუბიძის, მარგიანის და პოლიტკოვსკაიას ქუჩებს.

გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება 20-20 წუთის მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი