დასრულებული ბინა საბურთალოზე თვეში 299 დოლარად მონოლით ჯგუფისგან

დასრულებული ბინა საბურთალოზე თვეში 299 დოლარად მონოლით ჯგუფისგან

სამშენებლო კომპანია მონოლით ჯგუფი უნიკალურ სააქციო შეთავაზებას აანონსებს - თუ ბინის შეძენას აპირებთ და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, რომელ სამშენებლო კომპანიას მიმართოთ, ან სად შეიძინოთ ბინა, მაშინ მონოლით ჯგუფის შეთავაზება თქვენთვისაა: 299 დოლარი ის თანხაა, რომლის გადახდაც მოგიწევთ თვეში, რომელშიც რემონტის დაწყება შეძენისთანავე შეგიძლიათ. საბურთალოზე, ქავთარაძის 19 ნომერში მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში ამჟამად საფასადო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. თქვენ კი უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ, ისარგებლოთ სამშენებლო კომპანიის იმ შემოთავაზებებით, რომლებიც ნამდვილად დაგაინტერესებთ: ბინის ნებისმიერ შემძენს საჩუქრად გადაეცემა სამზარეულო ჩასაშენებელი ტექნიკით და თანამედროვე დიზაინის (3D) პროექტი სარემონტო სამუშაოებისთვის, ბენეფიტებს შორისაა ასევე 20%-ანი ფასდაკლების სასაჩუქრე ბარათი, ფასდაკლების ბარათის გამოყენებას კი, ბინის შემძენი, ავეჯის კომპანიაში შესაბამისი პროდუქციის შეძენისას შეძლებს.

აქცია ასევე გულისხმობს შემდეგი სახის შეთავაზებათა პაკეტს: სამშენებლო კომპანიის მიერ დაანონსებული უნიკალური საფასო შეთავაზების აქციას, ასევე ემატება სხვადასხვა სასაჩუქრე ბენეფიტი - უპირველეს ყოვლისა, აქციაში ჩართვისთვის საწყისი პაკეტი გულისხმობს ყოველთვიურად 299 დოლარის ოდენობით შენატანის განხორციელებას განვადების პერიოდის განმავლობაში, შესაძენი ფართის სრული ღირებულების 30%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში, ხოლო დარჩენილ თანხაზე შესაძლებელია მაქსიმუმ 15 წლიანი განვადების პირობით სარგებლობა.

მონოლით ჯგუფმა, ასევე გაითვალისწინა, თბილისში საკუთარი საცხოვრებელი ფართის შეძენით დაინტერესებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ემიგრანტების ინტერესები, რაც განაპირობა მათი მხრიდან ხშირმა მომართვიანობამ და შეტყობინებებმა.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე, მონოლით ჯგუფისგან საჩუქრად მიიღებს მგზავრობის ორმხრივი ხარჯის ანაზღაურებას: ”ემიგრანტს, რომელიც ცხოვრობს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნაში და გადაწყვეტს ჩვენთან ბინის შეძენას, ჩვენ ავუნაზღაურებთ მგზავრობის ხარჯებს ორივე მიმართულებით”, - აცხადებენ კომპანია ”მონოლით ჯგუფში”.

ქავთარაძის 19-ში მდებარე კორპუსი 16 სართულიანია. სამი სართული მიწისქვეშა ავტოსაგომს, ერთი სართული საოფისე ფართებს, 12 სართული კი - საცხოვრებელ ბინებს უკავია. ბინების თითქმის 60% უკვე გაყიდულია. ასე რომ, კორპუსში დასახლების მსურველებს დიდი დრო აღარ რჩებათ, არჩევანი თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ, საინტერესო საჩუქრებით სავსე ბინაზე შეაჩერონ.

კომპლექსის მდებარეობა და რეკრეაციული ზონა: კომპლექსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ახლოს მდებარეობს. სამი მხრიდან მწვანე ხედი აკრავს და უსაფრთხო რეკრეაციულ ზონასაც მოიცავს: ”გარდა იმისა, რომ კორპუსს აქვს სამი დონის მიწისქვესა ავტოსადგომი, მას ექნება უსაფრთხო რეკრეაციული ზონა ბავშვებისთვის, სადაც განთავსდება სასრიალოები, საქანელა, ქვიშა. ეს ყველაფერი ავტომანქანების სავალი გზისგან იზოლირებული იქნება. რეკრეაციული ზონა კორპუსთან ერთად დასრულდება”, - აცხადებენ კომპანიაში.

”მონოლით ჯგუფი" არის პროფესიონალთა გუნდი, რომელთა თანამონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენებულია და აღდგენილია ეკლესია, სასტუმრო კომპლექსი, მუზეუმი, ბანკები, საცხოვრებელი სახლები, მრავალფუნქციონალური კომპლექსები, ლაბორატორიები და მრავალი სხვა”, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიის პორთფელში უკვე ორი დასრულებული და ორი მიმდინარე პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, რაც დამატებით გარანტიებსა და მონოლით ჯგუფის ძლიერ ფინანსურ პლატფორმას გულისხმობს.

”ჩვენი ბინები გამოირჩევა ხარისხით. ყველა ბინა ენერგოეფექტურია, რაც მობინადრეს კომუნალური ხარჯების 40%-ით დაზოგვის შესაძლებლობას აძლევს. მასალები სხვადსხვა ქვეყნებიდან ჩამოდის. ვიყენებთ საქართველოში წარმოებულ მასალებსაც. მშენებლობის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება. ჩვენი კორპუსები გამოირჩევა ხარისხით. ამის თქმის საშუალებას დასრულებული პროექტები იძლევა”, - აცხადებენ ”მონოლით ჯგუფში”.

დასრულებული კორპუსების შეფასება კი მსურველს უკვე შეუძლია. ნუცუბიძის 4 მ/რ, მდებარე 21დ კორპუსი და "ნუცუბიძის ტყუპები" საუკეთესო მაგალითია მათთვის, ვისაც ”მონოლით ჯგუფის” მიერ აშენებულ ბინაში ცხოვრება სურს.

გაყიდვების ოფისის ტელ: 2 30 99 77; 595 99 77 00

ვებ-გვერდი: www.monolith.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი