უსაფრთხოა თუ არა ჯანმრთელობისთვის ელექტრო სიგარეტი

უსაფრთხოა თუ არა ჯანმრთელობისთვის ელექტრო სიგარეტი

ელექტრო სიგარეტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. ზოგიერთი მკვლევარისა და ექიმის აზრით, ის აბსოლუტურად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის, ზოგი მათგანი კი ფიქრობს, რომ ისეთივე მავნებელია, როგორც თამბაქო.

კვლევების თანახმად, ელექტრო სიგარეტი თანდათან უფრო პოპულარული ხდება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოზრდილთა 10% მას აქტიურად იყენებს, შესაბამისად მწარმოებელი კომპანიების მოგებაც მაღალია. 2013 წელს, აშშ-ში ელექტრო სიგარეტის ინდუსტრიაში არსებული მთლიანი შემოსავალი 1,75 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, 2015 წლის ბოლოს კი 3,5 მილიარდი გახდა.

"აშშ-ის ფილტვების ასოციაციის" ცნობით, ელექტრო სიგარეტის მწარმოებელი ბრენდების რაოდენობა 2016 წელს 500-მდე გაიზარდა.

მსოფლიოში ელექტრო სიგარეტის მომხმარებელთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ცხადია, რომ მისი პოპულარობა გაიზარდა როგორც შეერთებულ შტატებში, ისე სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

როგორ ფუნქციონირებს ელექტრო სიგარეტი?

ელექტრო სიგარეტში ამაორთქლებელი ელემენტი "ატომაიზერია" მოთავსებული, რომელიც სითხით გაჟღენთილ ბამბის სპირალს ახურებს, რის შედეგადაც ორთქლი გამოიყოფა.

ახდენს თუ არა ორგანიზმზე ზეგავლენას ელექტრო სიგარეტის მოხმარება?

2015 წელს ბრიტანელმა ექიმებმა გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნეს, რომ ელექტრო სიგარეტი ჯანმრთელობისთვის 95%-ით ნაკლებად საზიანოა, ვიდრე თამბაქოს მოხმარება. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი