"ჩავთვალე, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე" - ვის ანდო უფროსი შვილი ხატია სიჭინავამ

"ჩავთვალე, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე" - ვის ანდო უფროსი შვილი ხატია სიჭინავამ

ხატია სიჭინავას ცხოვრებაში დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. მისმა უფროსმა შვილმა გაბრიელა ნოზაძემ საბავშვო ბაღიდან სკოლის მოსამზადებელ განყოფილებაში, ე.წ. პრესქულში გადაინაცვლა. ამ ფაქტს თავად ხატია ძალიან ემოციურად შეხვდა და ჯერ კიდევ გუშინ საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"ბავშვობაში, ექსკურსიაზე ან ზეიმის წინ, მთელი მონდომებით ვემზადებოდი. ვნერვიულობდი და განვიცდიდი. დილით ადრე მეღვიძებოდა და წუთებს ვითვლიდი... დღეს იგივე განცდები მაქვს, ჩემი პირველი შვილი ხვალ სკოლაში მიდის. მართალია, ჯერ მოსამზადებელზე ვართ, მაგრამ მისი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება და ჩემიც. მინდა სკოლის დამთავრების მერე ფეისბუქმა შემახსენოს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი დღის წინა ღამე. ყველას ბედნიერ დედობას და წარმატებულ შვილებს გისურვებთ, მეგობრებო!" – წერდა ხატია.

დილით კი ოჯახური ფოტო გაგვიზიარა, სადაც ბავშვი ყვავილებით ხელდამშვენებულ დედ-მამას მიჰყავდა სკოლაში. რასაკვირველია, დავინტერესდით რომელ სკოლაზე შეჩერა ხატიამ არჩევანი, რას მოიცავს მოსამზადებელი ჯგუფი და დავუკავშირდით:

- ბავშვი მივიყვანე ერთ-ერთი ინგლისურ სკოლის მოსამზადებელ ჯგუფში, რომელსაც ყველაფერთან ერთად ბევრი საინტერესო წრე აქვს. სკოლა ჩემი სამსახურის მოპირდაპირე მხარეს არის, ვიცნობ დირექტორს, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ასევე გავეცანი ჩემი შვილის

მასწავლებელს, გარემოს და ჩავთვალე, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. გაბრიელა 9 საათიდან 6 საათამდე მათთან იქნება. ბავშვსაც ძალიან მოეწონა.

- ინგლისური სკოლა ნიშნავს იმას, რომ ყველა საგანს ინგლისურად გაივლის, თუ გაძლიერებულად ასწავლიან ამ საგანს?

- არა, გაძლიერებულად შეისწავლიან ინგლისურს, რუსულს და ფრანგულს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი