გაამართლა თუ არა სააკაძის მოედანზე შუქნიშნებმა - სპეციალისტების შეფასება

გაამართლა თუ არა სააკაძის მოედანზე შუქნიშნებმა - სპეციალისტების შეფასება

სააკაძის მოედანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ადგილია. აღნიშნულ მონაკვეთზე პრობლემის მოსაგვარებლად დედაქალაქის მერიამ შუქნიშნები რამდენიმე კვირის წინ დაამონტაჟა. თუმცა ექსპერტთა ერთი ნაწილის თქმით, პროექტმა არ გაამართლა, მათი მოსაზრებით, ვითარების განმუხტვის ნაცვლად გართულდა.

როგორც Allnews.ge-ს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა განუცხადა, სააკაძის მოედანზე შუქნიშნების ნაცვლად ესტაკადა უნდა გაკეთებულიყო.

"შუქნიშნებმა არ გაამართლა რამდენიმე მიზეზის გამო. მაგალითად, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში იშვიათად ვხვდებით წრიულ მოძრაობაზე შუქნიშნებს. როდესაც ავტომობილის ნაკადი წრიულ მოძრაობაზე შედის, საგზაო მოძრაობა ისე უნდა იყოს დარეგულირებული, რომ ერთმანეთი არ გადაკვეთონ, სხვა შემთხვევაში საჭიროა ესტაკადის ტიპის ინფრასტრუქტურა.

"სააკაძის მოედანზე უნდა გაკეთებულიყო ესტაკადა, რომ სხვადასხვა ქუჩიდან გამომავალი ავტომობილთა ნაკადები დროულად ჩასულიყო სანაპიროს მიმართულებით. დაყენებულმა შუქნიშნებმა მოძრაობა შეაფერხა პარალელურ და მიმდებარე ქუჩებზე, ეს არის საბურთალოს, პეკინის, შარტავას ქუჩები, ამ ქუჩებზე მოხდა მოძრაობის ხელოვნური შეფერხება სწორედ შუქნიშნების გამო", - ამბობს დავით მესხიშვილი.

მისივე თქმით, სააკაძის მოედანზე ესტაკადის მოწყობის პროექტი დიდი ხანია არსებობს, თუმცა, "ესტაკადის ნაცვლად შუქნიშნები დადგეს" წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი