ლაგოდეხში სამი ტყუპი გოგონა დაიბადა

ლაგოდეხში სამი ტყუპი გოგონა დაიბადა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მცხოვრებ 22 წლის ნათია შუბითიძეს და 27 წლის ვლადიმერ სარალიძეს სამი ტყუპი გოგონა შეეძინათ. ელენა, ლიზი და მარიამი 19 აგვისტოს დავით გაგუას სახელობის კლინიკაში, საკეისრო კვეთით დაიბადნენ. იმის გამო, რომ ბავშვები ნაადრევად, 7 თვისები გაჩნდნენ, დღემდე იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფებიან. როგორც გოგონების დედამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, ბავშვები ჯანმრთელები არიან, მაგრამ დროებით ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.

"ორი თვის ორსული ვიყავი როცა გავიგეთ, რომ სამი ტყუპი გვეყოლებოდა, ძალიან გაგვიხარდა. ორს ბებიების სახელი დავარქვით, მესამეს კი მარიამი იქიდან გამომდინარე, რომ მარიამობის თვეში დაიბადა. ნაადრევად გაჩნდნენ, ორი 1 600 გრამი იყო, ერთი 1 770, ამიტომ ერთი თვეა იაშვილის კლინიკაში ვართ. აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან, მაგრამ ექიმების დაკვირვება მაინც საჭიროა სანამ დამოუკიდებლად წოვის უნარს გამოიმუშავებენ. წონაში უკვე მოიმატეს და 2 200 და 2 300 გრამი არიან. მოვლა არ გვიჭირს, ოჯახის წევრები გვეხმარებიან", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნათია შუბითიძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი