"ხალხნო, სირცხვილია... სიბნელე" - თამარ ივერი რომის პაპის ვიზიტის მოწინააღმდეგეებს აკრიტიკებს

"ხალხნო, სირცხვილია... სიბნელე" - თამარ ივერი რომის პაპის ვიზიტის მოწინააღმდეგეებს აკრიტიკებს

ოპერის მომღერალი თამარ ივერი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვატიკანის საელჩოსთან გამართულ აქციას ეხმაურება, სადაც მორწმუნეთა ჯგუფმა და სასულიერო პირებმა რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ "ლოცვითი დგომის აქცია" გამართეს. სასულიერო პირები და მოქალაქეები ვატიკანის საელჩოსთან შეიკრიბნენ და პროტესტი ლოცვით გამოხატეს. "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა" განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც პაპი ერეტიკოსად და "მამათმავლობის მფარველად" არის მოხსენიებული.

"ხალხნო, სირცხვილია... სიბნელე იქეთ იყოს... ბოლობოლო ქართულ სტუმართმოყვარეობას ნუ ვესვრით ტალახს!!...

ისე ბნელა, რომ შავი კატაც არ გაჩერდება ასეთ ოთახში!!! თავად პატრიარქის მოწვეულიცაა და თუ რუსეთის პატრიარქებს დიდი პატივით ხვდებიან ევროპაში და სამკურნალოდაც მშვენივრად დადიან იქ. როგორც ევროპაშია უამრავი მართლმადიდებლური ეკლესიები, ასევე თბილისშია კათოლიკური ეკლესია და მისი მრევლი. ეს ადამიანი სტუმრად ჩამოდის და არა იეღოველივით სააგიტაციოდ და ხალხის გადასაბირებლად. თუ ძლიერი ხარ შენს რწმენაში არ უნდა გაღელვებდეს არავის ვიზიტი. ალბათ მავანთ შიშის სუნი იგრძნეს... ვაი, და ხალხი არ გადაგვებიროსო თუ რა ხდება?... მართლაც რომ სიბნელეა უკომენტარო სიბნელე!!!

და ამ გზით გავხდებით "მაშასადამე ევროპელები" და ასეთი ქმედებებით ვიზალიბერალიზაციასაც ლანგარზე მოგვართმევენ!... დეიდა ნატოც კარებთან გველოდება!!".

"აი, ისიც, 40 დღის კატო" - რუსკა მაყაშვილი ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს

"რატომ დამტოვე ასე "მუხთლად"? მეუღლე მიმალავდა ამ ამბავს, მაგრამ შემთხვევით მოვისმინე "კონსპირაციული საუბარი" დაკრძალვაზე" - რას წერს თამარ ივერი?

"ეს დღე მართლაც განსაკუთრებულ დღედ აქციეთ... ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ" - როგორ აღნიშნა იუბილე ანუკი არეშიძემ (ფოტოები)