რატომ ღირს საქართველოში “apple”-ს პროდუქცია ძვირი?

რატომ ღირს საქართველოში “apple”-ს პროდუქცია ძვირი?

„ apple”-ს პროდუქციის ქართველ რეალიზატორებს შორის დაპირისპირება მძაფრდება. კონკურენციის სააგენტომ „ iplus”-ს , „istyle”- სა და „apply city”-ის წინააღმდეგ საქმის მოკვლევა დაიწყო. აღნიშნულ სამ კომპანიას „iTechnic”-ი უპირისპირდება. კომპანიამ კონკურენციის სააგენტოს საჩივრით მიმართა. ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება. აიტექნიკი კონკურენტი ბაზრის სამ მოთამაშეს კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც „iTechnic”-ის ადვოკატი ამბობს, კომპანიები აიფონისა და ეფლის სხვა პროდუქციის ფასებს ქართულ ბაზარზე შეთანხმებულად, ხელოვნურად ადგენენ. კონკურენციის სააგენტოს სამი თვე აქვს იმისთვის, რათა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს „iTechnic” -ის საჩივარი და უწევთ თუ არა აიფონის ქართველს მომხმარებლებს პროდუქციაში იმაზე მეტის გადახდა, ვიდრე სინამდვილეში ღირს.

შეგახსენებთ, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში კომპანიებს არ აქვთ უფლება:

1. ბოროტად გამოიყენონ მათი დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე.

2. დადონ ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური შეთანხმებები კონკურენციის შეზღუდვის მიზნით

3. ეკრძალებათ არაკეთილსინდისიერი კონკურენცია სხვა კომპანიებთან;

4. არასამართლიანი ფასების დადგენა ბაზარზე ურთიერთშეთანხმებით და ამით მომხმარებელთა დაზარალება;

5. კონკურენციის შეზღუდვას წარმოადგენს ასევე ურთიერთდამოკიდებული პირების მიერ კომპანიების მართვა.

ბაზარზე კონკურენციაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ კომპანიების დაჯარიმება მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა და ცივილიზებულ მსოფლიოში ჯანსაღი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნევა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი