ალექსანდრე ჯეჯელავა თურქულ სკოლაზე

ალექსანდრე ჯეჯელავა თურქულ სკოლაზე

თურქულ მხარესთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, რომ სკოლა ერთად განვავითაროთ, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ბათუმში თურქული სკოლა თავდაპირველად თურქეთის მოქალაქეებისთვის იქნება, ხოლო აკრედიტაციის გავლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

"ბათუმის სკოლაზე გარკვეულწილად მესიჯები არასწორად გავრცელდა. ჩვენ ბათუმის სკოლასთან დაკავშირებით კომუნიკაცია თვეებია უკვე გვაქვს. გვქონდა შეთანხმება თურქულ მხარესთან და ეს შეთანხმება დღესაც გვაქვს. გუშინაც ვესაუბრე ელჩს და გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, რომ ეს სკოლა განვავითაროთ ერთად. ის იქნება თურქეთის მოქალაქეებისთვის ამ ეტაპზე, შემდეგ ის იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, მას შემდეგ რაც გაივლის აკრედიტაციას და გახდება ჩვენი სისტემის ნაწილი", - განაცხადა ჯეჯელავამ.

ახალი სკოლა თურქეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. გახსნის ღონისძიებას თურქეთის განათლების სამინისტროს, ასევე საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, სკოლაში სწავლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ. პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან. სწავლება თურქულ ენაზე მოხდება, სასწავლო პროგრამა კი თურქეთის განათლების სამინისტროს დაექვემდებარება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლის გახსნასთან დაკავშირებით ისინი ინფორმირებული არ ყოფილან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი