როგორ მოქმედებს სიკეთე ბავშვის მომავალზე - ერთმა თბილმა ჟესტმა მაწანწალა ბიჭის ცხოვრება შეცვალა

როგორ მოქმედებს სიკეთე ბავშვის მომავალზე - ერთმა თბილმა ჟესტმა მაწანწალა ბიჭის ცხოვრება შეცვალა

ერთი ღარიბი ბიჭი სახელად ჰოვარდ კელი კარდაკარ დადიოდა. წვრილმან ნივთებს ყიდდა და დაგროვილ ფულს მისი ოჯახი სკოლაში გადასახდელ სწავლის საფასურს ამატებდა. ერთხელაც ძლიერ მოშიებულმა გადაწყვიტა, რომელიმე სახლში პურის ნაჭერი ეთხოვა. კარი ახალგაზრდა ქალმა გაუღო, ბიჭს ბოლო მომენტში მოერიდა საჭმის თხოვნა და პურის ნაცვლად წყალი ითხოვა. ქალმა დიდი ჭიქით რძე გამოუტანა. ბიჭი ყლუპ-ყლუპად სვამდა, ნელ-ნელა აგემოვნებდა თოთოეულ წვეთს. ეჩვენებოდა, რომ ასეთი გემრიელი არასოდეს არაფერი გაუსინჯავს. ბოლოს იკითხა:

- რამდენი გადაგიხადოთ ჭიქა რძეში?

- არაფერი! - უპასუხა ქალმა - გულითადი დახმარება უფასოა.

- ასეთ შემთხვევაში მიიღეთ ჩემგან გულითადი მადლობა. - თქვა ბიჭმა და სახლი დატოვა.

ერთმა ჭიქა რძემ ჰოვარდ კელი ფიზიკურადაც გააძლიერა, გაამხნევა და რწმენაც ჩაუსახა გულში.

წლები გავიდა, ეს ახალგაზრდა ქალი დაავადდა. ადგილობრივმა ექიმებმა ვერ უშველეს და დიდ ქალაქში გაგზავნეს, სადაც მისი დაავადება სპეციალისტებს უნდა განეხილათ. კონსილიუმზე პროფესორი ჰოვარდ კელიც მიიწვიეს. ნაცნობი ქალაქის სახელწოდების გაგონებაზე, სადაც მან ბავშვობა გაატარა, თვალები გაუბრწყინდა, პალატისკენ გაემართა, ფრთხილად შეაღო კარი და იმ ქალის სახეც იცნო, ჭიქა რძე რომ დაალევინა დაღლილსა და მოშიებულს. კაბინეტში დაბრუნებულმა ჰოვარდმა მისი გადარჩენა გადაწყვიტა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი