მაგდა პაპიძის საქმის გაუხმაურებელი დეტალები

მაგდა პაპიძის საქმის გაუხმაურებელი დეტალები

საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" ეთერში "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებული ფილმი გავიდა, რომლის მთავარი თემა მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებული გაუხმაურებელი დეტალები და სამხილები იყო.

ფილმის ავტორებმა, ლია ტოკლიკიშვილმა და მაია გოგოლაძემ ყურადღება საქმეში კანონთან შეუსაბამო გარემოებებსა დასაეჭვო მტკიცებულებებზე გაამახვილეს.

"პროკურატურის მტკიცებულებებს ხშირ შემთხვევაში საყრდენს აცლის გარემოებათა ჯაჭვი, რომელიც ძიებას არ აქვს შესწავლილი და გათვალისწინებული," - ნათქვამია საგამოძიებო ფილმში.

პირველი, რაც ჟურნალისტებმა საეჭვოდ მიიჩნიეს, მაგდა "ეს-ემ-ეს" მიმოწერაა.

პაპიძემ მეზობელ ქალს, ნანა ტუხაშვილს მისწერა, რომ არ დაეძინა, ერთ საათში დაბრუნდებოდა და თმას შეუღებავდა, რაზეც მან თანხმობა მიიღო. ფილმში ნათქვამია, რომ ეს მიმოწერა პროკურატურის ვერსიას, რომ პაპიძეს ამ დროს მეუღლის მკვლელობა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, საყრდენს აცლის, რადგან ამ შემთხვევაში იგი მეზობელ ქალს სიფხიზლისკენ არ მოუწოდებდა.

მეორე გარემოება მოკლული ომარ ქაფიაშვილი მობილური ტელეფონია, რომელზეც გორიდან თბილისში, სავარაუდოდ სახლში დაბრუნების შემდეგ არცერთი ზარი არ განხორციელებულა. ჟურნალისტების თქმით, გამოძიება ამით არ დაინტერესებულა და არც მისი მობილური ტელეფონი შეუსწავლია. გარდაცვლილის დედის თქმით, შვილს ურეკავდა, ზარი გადიოდა, თუმცა არ პასუხობდა, შემდეგ კი ტელეფონი გამორთო. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი