საქართველოში 30 000 ოჯახს ინტერნეტის ვაუჩერები გადაეცემა

საქართველოში 30 000 ოჯახს ინტერნეტის ვაუჩერები გადაეცემა

"ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" ფარგლებში, 30 000 ოჯახს 300-ლარიანი ინტერნეტის ვაუჩერი გადაეცემა. ამის შესახებ allnews.ge-ს პროექტის მენეჯერმა, ბესო აბულაძემ განუცხადა.

პროექტს, რომელსაც მსოფლიო ბანკი 40 მილიონ ევროთი დააფინანსებს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, გაზაფხულიდან განახორციელებს.

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება 8 მსხვილი და 50 მცირე ზომის ინოვაციური ცენტრის შექმნა.

ბესო აბულაძის განმარტებით, ვაუჩერი ერთჯერადი იქნება და მომხმარებელს ინტერნეტის ინსტალაციისა და კომპიუტერის შეძენისას გადაეცემა.

"ვაუჩერი აკომპენსირებს ინტერნეტის პირველადი ინსტალაციის თანხას და კომპიუტერის შეძენის დროს ხდება კომპიუტერის ღირებულების დაახლოებით 20%-მდე თანადაფინანსება", - განაცხადა ბესო აბულაძემ.

გარდა ინოვაციური ცენტრისა, პროექტის ფარგლებში, კომპიუტერული უნარ-ჩვევების ასათვისებლად, მოსახლეობას სპეციალური ტრენინგებიც ჩაუტარდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი