"მილიონერივით კი არა, ბოლო 10 წლის მანძილზე ახალი ტანსაცმელი არ გვიყიდია" - რამდენი ბინა დაკარგეს რჩეულიშვილებმა ვალების გამო

"მილიონერივით კი არა, ბოლო 10 წლის მანძილზე ახალი ტანსაცმელი არ გვიყიდია" - რამდენი ბინა დაკარგეს რჩეულიშვილებმა ვალების გამო

ოქტომბერში სამი თვე შესრულდება, რაც "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს, პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანისა და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია სსკ-ს 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად, თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს. 2008 წლიდან, "ცენტრ პოინტი ჯგუფის" დაზარალებულ მენაშენეებს ამ სამშენებლო კომპანიის სხვადასხვა ობიექტებთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები დაუგროვათ.

ცოლისა და შვილის პატიმრობის და რჩეულიშვილების ოჯახში არსებული კრიზისის შესახებ ვახტანგ რჩეულიშვილმა გაზეთ "ვერსიასთან" ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

"(მაიას დაკავებით, ხელისუფლებამ მოიგო) "ცენტრ-პოინტისა" და "დექსუსის" დაზარალებულთა ხმები არჩევნების წინ. დაზარალებულ მენაშენეებს საიტიც აქვთ და უნდა ნახოთ, რა გახარებულები არიან მაიას დაპატიმრებით. დაუფარავად წერენ, რომ ამის გამო, არჩევნებში ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემენ. სინამდვილეში, ასეთი აგრესიულობით მხოლოდ 20-30 კაცი გამოირჩევა, დანარჩენი დაზარალებულები უფრო დაზარალდებიან იმის გამო, რომ მაია რჩეულიშვილი ციხეშია, რადგან საქმეს მაია აკეთებდა და ამ კომპანიასაც ის მართავდა.

სოზარ სუბარმა, რომელმაც მისი უწყების ყველა ტენდერიდან ამოაგდო "ცენტრ პოინტი", ისიც კი განაცხადა, მაია რჩეულიშვილი მილიონერივით ცხოვრობსო. მილიონერივით კი არა, ბოლო 10 წლის მანძილზე, არათუ რაიმე ნივთი, ახალი ტანსაცმელიც კი არ გვიყიდია. 2010 წელს, როდესაც "დექსუსი" შემოვიდა კომპანიაში, შემოსავლების გარეშე დავრჩით, მაგრამ ოჯახი და ჩვენი თანამშრომლები მაიამ გადაარჩინა. კომპანია "ანაგის" მუშებისთვის, რომლებმაც "თეთრი მაგნოლია" ააშენა, მაია სადილს ამზადებდა და თავისი "მერსედესით" დაჰქონდა. ეს იყო ჩვენი და ჩვენი თანამშრომლების შემოსავალი იმ პერიოდში...

მილიონერებივით როგორ ვცხოვრობთ, როდესაც საკუთრებაში აღარაფერი დაგვრჩა, ყველა ბინა გაიყიდა. ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ჩვენი სახლი საპატრიარქომ იყიდა 400 000 აშშ დოლარად, 250 000 დოლარი ბანკმა წაიღო, 150 000 დოლარი "დექსუსმა" და თბილისის მერიამ მოგვპარა. სატივეზე მდებარე ორივე ბინა ბანკში იყო ჩადებული და ბანკმა წაიღო, მაიას მშობლების ბინა ვერაზე, სადაც გუკა ცხოვრობდა, 150 000 დოლარადაა ჩადებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, ნუცას ბინაც კი ვაკეში, რომელიც მშობლებმა აჩუქეს, ბანკშია ჩადებული. ჩვენს სახელზე არც ერთი უძრავი ქონება აღარაა რეგისტრირებული. ეს ბინები იმიტომ დავკარგეთ, რომ კრედიტის აღების მიზნით, მაიას მენეჯმენტმა იპოთეკით ისე დატვირთა, რომ მფლობელი არც კი მიუთითებია"...

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი