გიორგი შარვაშიძე - თვითმმართველობის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს

გიორგი შარვაშიძე - თვითმმართველობის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს

ის სიტუაცია, რაც შექმნილია თვითმმართველობებთან მიმართებაში, არ მიმჩანია, რომ ნორმალური სიტუაციაა, - ამის შესახებ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ჩემი კითხვის" მაყურებლის მიერ დასმული შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

შარვაშიძე მიიჩნევს, რომ შერჩევის წესი და თვითმმართველობის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს. რექტორის თქმით, ნებისმიერ სტუდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, უნივერსიტეტის სიკეთეების მიღებისა.

"ჩვენი სტუდენტები უნდა იყვნენ ერთნაირ სასტარტო პირობებში. რადგან დაისვა შეკითხვები თვითმმართველობასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ მთლად კარგად არ უნდა იყოს საქმე, რადგან გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა, დაისვა მძიმე ბრალდებები ყველა მხრიდან. დღეს ყველა ვთანხმდებით, მათ შორის თვითმმართველობის წევრები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს სტრუქტურა აღარ არის თანამედროვე და საჭიროებს რადიკალურ, მკვეთრ ცვლილებას. ვვარაუდობთ, რომ თვითმმართველობის შესახებ ცვლილებებზე შექმნილმა ჯგუფმა უნდა იმსჯელოს და თუ საჭირო იქნება ცვლილება კანონში, ასეც მოვიქცევით", - განაცხადა შარვაშიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა მზად რექტორი, რომ საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეუწყდეს დაფინანსება, შარვაშიძემ უპასუხა, რომ ამ საკითხით დაინტერესდება, ვინაიდან ხარჯვითი ნაწილი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი