წიგნის - "ქართველები" პრეზენტაცია გაიმართება

წიგნის - "ქართველები" პრეზენტაცია გაიმართება

4 ოქტომბერს, 18:30 საათზე მწერალთა სახლში (ივ. მაჩაბლის №13) გაიმართება წიგნის "ქართველები - ყველაფერი ქართველთა კულტურისა და ეთნოსის შესახებ" პრეზენტაცია. ნაშრომი წლების განმავლობაში იქმნებოდა "ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის" მიერ.

პრეზენტაციას დაესწრებიან ოფიციალური პირები, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან, საქართველოს განათლებისა და კულტურის სამინისტორებიდან. ღონისძიებაზე ასევე მოწვეულნი არიან ქართული კულტურის, ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები.

ეთნიკური და პოლიტიკური ისტორია, წერილობითი და მატერიალური კულტურა, მეურნეობა, რელიგიური რწმენა-წარმოდგენები, საზოგადოებრივი ცხოვრება, ქართველთა დიასპორები, - ეს იმ თემათა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ნაშრომი აერთიანებს.

მონოგრაფიაში უხვადაა გამოყენებული მკლევართა მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული ფოტომასალა; ასახულია ფოტოები "საქართველოს ეროვნული მუზეუმის", "ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის", "საქართველოს ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის დაცვის ფონდისა" და სხვა ორგანიზაციების ფონდებიდან.

მონოგრაფია გამოიცა პროექტის, "სამაგიდო წიგნების 2 ათეულის ფარგლებში". საღამო ეძღვნება ქართულ კულტურას, რომლის ფარგლებშიც წიგნს წარადგენენ მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერ-თანამშრომლები. დარბაზში გამოიფინება ეროვნული სამოსის ნიმუშები, მოეწყობა გოგა ჩანადირის, ბადრი ვადაჭკორიას, გიორგი ფარეშიშვილისა და ირაკლი გედენიძის ფოტოგამოფენა.

დამატებითი ინფორმაცია: https://www.facebook.com/events/155663368221801/

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს