"გააკეთეთ კარგი რეკლამა და ფული თვითონ მოვა"

 "გააკეთეთ კარგი რეკლამა და ფული თვითონ მოვა"

საქართველოში 70 ათასზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოა რეგისტრირებული, მათი დიდი ნაწილი - 85% - მცირე საწარმოა. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი რაოდენობისა, მცირე და საშუალო საწარმოების წილი ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში მხოლოდ 18%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობა ჯერ კიდევ ვერ ვითარდება სათანადოდ.

ის, რაც მცირე კომპანიებს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, ცნობადობის ზრდა და საკუთარი საქმიანობის შესახებ მომხმარებლამდე ინფორმაციის მიტანაა. გავიხსენოთ, რამდენი კარგი პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ გაგვიგია ნაცნობ-მეგობრებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ მომხმარებელთა ვიწრო წრისთვის არის ცნობილი.

ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რა მნიშვნელობა აქვს ეფექტიან რეკლამას ბიზნესისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მცირე და საშუალო კომპანიებს ამის ფინანსური რესურსი ხშირად არა აქვთ. სწორედ ეს საჭიროება და მცირე ბიზნესის შესაძლებლობები გაითვალისწინა "პალიტრამედიამ" და მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებისთვის მხარდაჭერის პროგრამა შესთავაზა, რაც გულისხმობს ხელსაყრელ ფასად ერთდროულად რამდენიმე მედიაპლატფორმაზე ეფექტიანი სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიის შეთავაზებას.

პირველად ამ პროექტის განხორციელება "პალიტრამედიამ" 2012 წელს დაიწყო და მასში 200-მდე კომპანია მონაწილეობდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოუდგენლად შეღავათიანი პირობებით გაეზარდათ ცნობადობა ერთდროულად გაზეთის მკითხველებში, ვებ­გვერდის მნახველებსა და რადიოს მსმენელებში. ამ პროგრამაში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი გაყიდვები და კომპანიებს განვითარების შესაძლებლობა მისცა  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი