რა აპატია ნადეჟდა მიხალკოვამ რეზო გიგინეიშვილს - დასტურდება თუ არა ჭორები წყვილის დაშორების შესახებ

რა აპატია ნადეჟდა მიხალკოვამ რეზო გიგინეიშვილს - დასტურდება თუ არა ჭორები წყვილის დაშორების შესახებ

სამ თვეზე მეტია რუსული პრესა განიხილავს მსახიობ ნადეჟდა მიხალკოვას და რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ოჯახში არსებულ განხეთქილებას. წყვილი დიდი ხანია ერთად არ შეუნიშნავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ბომონდურ წვეულებებზე. ირკვევა, რომ ჩხუბის მიზეზი გახდა რეზოს ტელეფონში ნაპოვნი ფოტო, რომელზეც ის უცნობ გოგონასთან ერთად იყო აღბეჭდილი.

ცოტა ხნის წინ ნადიამ სიჩუმე დაარღვია და განაცხადა, რომ გაყრას არ აპირებს და ეს მხოლოდ ეჭვიანობის აფეთქება იყო. რამდენიმე დღის წინ მსახიობს ოცდაათი წელი შეუსრულდა და ქმარს საჩუქარი გაუკეთა პატიების სახით. რეზო გიგინეიშვილმა კი პირად ინსტაგრამზე საერთო ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "ძალიან მიყვარხარ. გილოცავ დაბადების დღეს!"

რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილი რეზო გიგინეიშვილს 2010 წლის აპრილში გაყვა ცოლად. წყვილს ქალიშვილი და სამი წლის ვაჟი ივანი ყავთ.

მომზადებულია cosmo.ru-ს მიხედვით