"პედაგოგთა გამოცდა აუცილებლად შენარჩუნდება, ოღონდ მას აღარ ექნება ბარიერი, გავიდა, ვერ გავიდა, ჩაიჭრა, გადაიჭრა - ამას ვანებებთ თავს"

"პედაგოგთა გამოცდა აუცილებლად შენარჩუნდება, ოღონდ მას აღარ ექნება ბარიერი, გავიდა, ვერ გავიდა, ჩაიჭრა, გადაიჭრა - ამას ვანებებთ თავს"

სიტყვები უნდა შევცვალოთ - გამოცდა, შეფასება, ბარიერი არ მომწონს, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსადრე ჯეჯელავამ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გოირგი კვირიკაშვილი დაესწრო.

განათლების მინისტრმა უპასუხა კითხვას, რა არის ახალი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც პედაგოგები შეფასდებიან ახალი სქემით. როგორც ჯეჯელავამ განმარტა, ახალ სქემაში პედაგოგი შეძლებს, რომ თავისი კვალიფიკაცია დაადასტუროს უფრო მეტი მიმართულებით, ვიდრე ახლა არის.

”საგნის გამოცდა აუცილებლად შენარჩუნდება, ოღონდ მას აღარ ექნება ბარიერი. ყველა გავა საგნის გამოცდაზე, რა ქულებსაც მიიღებს, იმ ქულების შესაბამისი კრედიტები მოხვდება მის ყულაბაში. გავიდა, ვერ გავიდა, ჩაიჭრა, გადაიჭრა - ამას ვანებებთ თავს.

პედაგოგიური უნარების გამოცდა, რომელიც თქვენ გახსოვთ, იყო რაღაც ეტაპზე, დაბრუნდება და ისიც იქნება უბარიერო გამოცდა. ყველა გავა გამოცდაზე და ნახავს, შეაფასოს თავისი უნარები და შესაძლებლობები.

ამის გარდა, ვაპირებთ 5-6 ახალი კომპონენტი შემოვიტანოთ სქემაში. მე ვფიქრობ, ერთ თვეში თქვენ წერილობით ნახავთ ამ სქემას”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი