მიხეილ სააკაშვილი - რაც შეგვეძლო, დავიცავით წესიერება ჟვანიას საქმეში, მაგრამ ამ უნიჭოებმა ყველაფერი დაამთავრეს დიდი სკანდალით

მიხეილ სააკაშვილი - რაც შეგვეძლო, დავიცავით წესიერება ჟვანიას საქმეში, მაგრამ ამ უნიჭოებმა ყველაფერი დაამთავრეს დიდი სკანდალით

რაც შეგვეძლო, დავიცავით წესიერება ჟვანიას საქმეში, მაგრამ ამ უნიჭოებმა ყველაფერი დაამთავრეს დიდი სკანდალით სასამართლო დარბაზში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook live-ის დროს, იმ კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რას იტყოდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე.

სააკაშვილის თქმით, ეს "სრული სისულელეა".

"ხომ ამტკიცეს ამდენი წლის განმავლობაში, რომ მკვლელობა იყო? კარიერა გაიკეთა მისმა ძმამ თავისი ძმის სახელით. დაიჭირეს და უაზროდ დაამწნილეს ამდენი წელი ხალხი ციხეში და ხომ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ბლეფი და სისულელეა? ამის შემდეგ ამ კითხვას როგორ მისვამთ? ნუთუ სიცრუეს და სიბინძურეს აღარ აქვს საზღვარი? FBI-ის დასკვნა იყო, ყველაფერი იყო. რაც შეგვეძლო, დავიცავით წესიერება ამ საკითხში, მაგრამ ამ უნიჭოებმა ყველაფერი დაამთავრეს დიდი სკანდალით სასამართლო დარბაზში, იმიტომ, რომ იქ ბევრი რაღაცა გამჟღავნდა, რაც მაინც და მაინც სასურველი არ იყო პირადად ჩემთვის და სხვებისთვის. ამის შემდეგ კიდევ ამ კითხვების დასმა, ცოტა არ იყოს, უხერხულია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება - ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება" - ნიკა მელია

"ფაქტობრივად "ნაცმოძრაობას" გადაწყვეტილი აქვს შემოსვლა და მგონი ძალიან მალე ვიხილავთ პარლამენტში" - ლევან იოსელიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"