გიგი დედალამაზიშვილის მშობლიური სახლი და ერთოთახიანი ბინა, სადაც ცოლ-შვილთან ერთად გადასახლდა

გიგი დედალამაზიშვილის მშობლიური სახლი და ერთოთახიანი ბინა, სადაც ცოლ-შვილთან ერთად გადასახლდა

სახლში, სადაც ჯგუფი "მგზავრების" სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი გაიზარდა და არაჩვეულებრივი ბავშვობის წლები გაატარა, "შინს" ქალბატონმა ციცი ფალავანდიშვილმა უმასპინძლა. ცოტა ხნის წინ გიგი მეუღლესა და შვილთან ერთად ახალაშენებულ სახლში გადავიდა, თუმცა მშობლიური სახლი ძალიან ძვირფასია მისთვის და ბევრ ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება. ქალბატონი ციცი ორი წლის იყო, როცა ამ კორპუსში დასახლდნენ. ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ არაფრის ფასად ამ სახლს და უბანს არ დათმობს.

- ორი წლის ვიყავი, როცა ამ კორპუსში დავსახლდით. ჩვენი სახლი, სადაც გავიზარდე მეოთხე სართულზეა. როცა გავთხოვდი, მერე ვიყიდეთ მეორე სართულზე სახლი. გიგი მეოთხე სართულზე დაიბადა, შემდეგ გადმოვედით აქ. "ხრუშოვკის" პროექტი იყო და ჩემს გემოზე გადავაკეთე, უფრო პრაქტიკული და მოსახერხებელი რომ ყოფილიყო. ჩვენთან სულ სტუმრიანობაა და შევეცადე ხალხმრავლობაზე ყოფილიყო მორგებული. მინდოდა, სასტუმრო ოთახი გაცილებით დიდი გამოსულიყო და გაამართლა.

ძალიან მომწონს ნათელი ფერები ადამიანებშიც და სახლშიც. ვერ ვიტან სიჭრელეს. საძინებელში მომწონს სალათისფერი, ძალიან ამშვიდებს. ამჟამად ამ სახლში მე, ჩემი მეუღლე, ჩემი ქალიშვილი და უფროსი შვილიშვილი ვცხოვრობთ. სულ ახლახან გიგი ბელიაშვილზე არაჩვეულებრივ ბინაში გადავიდა. ჩემთან ახლოს რომ არ ცხოვრობდნენ, ვერ გავძლებდი. თავიდან როცა გადავიდნენ, ორი კვირა თვალი არ მომიხუჭავს, ვერ ვიძინებდი. მაგრამ სულ ერთად ვართ და უკვე შევეგუე.

იქ დიზაინერის დახმარებით ყველაფერი არაჩვეულებრივად და გემოვნებით მოაწყვეს განაგრძეთ კითხვა + ფოტოები