რომელია თბილისისა და რუსთავის ყველაზე მტვრიანი და ხმაურიანი ადგილები - კვლევის შედეგები

რომელია თბილისისა და რუსთავის ყველაზე მტვრიანი და ხმაურიანი ადგილები - კვლევის შედეგები

მტვრის ერთჯერადი კონცენტრაცია მეტროსადგურ "სადგურის მოედანთან" მაქსიმალურ ზღვარს აღემატება, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

კვლევა 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და გამოკვლეულია მტვრის, ნარშირორჟანგის, აზოტის დიოქსიდის შემცველობა, ასევე ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება და ხმაურის დონე დეციბელებში.

კვლევაში თბილისში, თბილისის გარეუბნებსა და რუსთავშია ჩატარებული, სულ 22 პუნქტზე.

გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგების მიხედვით დასაშვებ ნორმას მტვრის შემცველობა მხოლოდ მეტროსადგურ "სადგურის მოედანთან" აღემატება.

განსხვავებული სიტუაციაა ხმაურის მხრივ. ყველაზე ხმაურიანი ადგილი მეტროსადგურ "300 არაგველთან" არის. "300 არაგველთან" მონაცემები დასაშვებ ნორმას აღემატება. ხმაურის მაქსიმალური დონე დასაშვებ ზღვარს აღემატება ასევე მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან", მეტროსადგურ "სარაჯიშვილთან", მეტროსადგურ "ნაძალადევთან", მეტროსადგურ "სადგურის მოედანთან", აბანოთუბანში, მეტროსადგურ "მარჯანიშვილთან" და წყნეთში "სმარტთან".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი