"გაუპატიურებების კადრებს უყურებდა და სექსუალურ კმაყოფილებას იღებდა!" - ხათუნა ხოფერია სააკაშვილის "ცოდვებს" ამხელს

"გაუპატიურებების კადრებს უყურებდა და სექსუალურ კმაყოფილებას იღებდა!" - ხათუნა ხოფერია სააკაშვილის "ცოდვებს" ამხელს

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ოდესის გუბერნატორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ერთ-ერთი მოქალაქის, გოჩა ოქრომჭედლიშვილის შეკითხვის პასუხად გააკეთა. "ძვირფასო გოჩა, კარგად შემომხედეთ, აბა. მე სხვა ქვეყნის მოქალაქე კი არა ვარ, ჩემ მეგობრებთან ერთად ვარ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი, - ასე უპასუხა ოდესის გუბერნატორმა ფეისბუქლაივის დროს ოქრომჭედლიშვილის კითხვას. კითხვა კი ასეთი იყო: "თქვენ ხართ სხვა ქვეყნის მოქალაქე და, რასაც თქვენ ეწევით, ნიშნავს თუ არა სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას".

"გაიცანით!

ეს არის თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში ნულოივანი ტოლერანტობის დამფუძნებელი!

ეს არის ზურაბ ჟვანიას, საქართველოს პრემიერმინისტრის, მკვლელი!

ეს არის ზუგდიდში მომხდარი და ვიდეოზე ასახული წამებების და გაუპატიურებების დამკვეთი. ის "ადამიანი", რომელიც ამ კადრებს უყურებდა და სექსუალურ კმაყოფილებას იღებდა!

ეს არის გირგვლიანის მკვლელის, თაკო სალაყაიას და ბაჩანა ახალაიას მფარველი!

ეს არის ოფშორში რეგისტრირებული ანგარიშების მფლობელი, სადაც ქართველი ხალხისთვის ჩამორთმეული და გაყიდული ქონებიდან შემოსული თანხები ირიცხებოდა!

ეს არის ნარკომანი!

ამ კაცმა ჩაატარა აღლუმი სისხლიან რუსთაველზე!

ეს არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც ცდილობს ჩვენი არჩევანის გაყალბებას და უკრაინიდან სამარცხვინოდ გამოძევებული, ქართველების სისხლით შღებილ ქუჩებში შემობიჯებას!

ეს მიხეილ სააკაშვილია! საქართველოს მოღალატე!", - წერს ხოფერია.