"ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე..." - თემო საჯაია ტელეწამყვანი ხდება

"ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე..." - თემო საჯაია ტელეწამყვანი ხდება

მომღერალ თემო საჯაიას მალე ახალ ამპლუაში ვიხილავთ, ის ტელეწამყვანი ხდება. ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში, ვინ არის მისი რჩეული, როდის იბნევა, რას არიგებდა ბაბუა, ვის აზრს ითვალისწინებს ყოველთვის და რის გამო საყვედურობენ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1988 წლის 21 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მუსიკოსი. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მეგობრები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მძიმე ხასიათი მაქვს, მე კი ვფიქრობ, რომ მომთხოვნი ვარ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. ვცდილობ, ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯო.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...გამორჩეულად მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება. 2007 წელი იყო, როცა რუმინეთში ერთ-ერთ კონკურსზე გამოვედი. ჟიურის თავმჯდომარე ჯო კოკერი იყო. სცენაზე გამოსვლისას, ჩემი ქვეყნის დროშა რომ ფრიალებდა, რაღაც უჩვეულო განცდა დამეუფლა: პირველად მაშინ ვიგრძენი თავი წარმატებულად. კოკერმა უმაღლესი ქულით შემაფასა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...პირველ რიგში, დედას, შემდეგ სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხარში მედგნენ და რაღაც ფორმით მეხმარებოდნენ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, ხომ შემეძლო, სხვა პროფესია ამერჩია-მეთქი? ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, დავფიქრდებოდი, გავყოლოდი თუ არა მუსიკას. ეს ძალზე დაუფასებელი, უმადური საქმეა. მაგრამ ამ ფიქრებს მოჰყვება ხოლმე კითხვა, - მუსიკა მომასვენებდა? თავს არავის ვადარებ, მაგრამ ეგზიუპერს აქვს გამონათქვამი: ვინ იცის, რამდენ საკანცელარიო, დახუთულ ოთახში კვდება დღეს მოცარტიო. ის, რაც შენშია, არ მოგასვენებს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ღვთის მადლით, ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები ჯანმრთელად და კარგად არიან.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...არ ვიცი, რთულია ამაზე ლაპარაკი. ჩემში ბევრი თვისება არ მომწონს. მომწონს, რომ საქმისადმი ერთგულება მჩვევია. ადამიანი საქმეს კარგად თუ აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა, მუსიკოსია, ეკონომისტი თუ დამლაგებელი, ის კარგი ადამიანია, პატრიოტია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- მაგას რა ჩამომათვლევინებს (იცინის)? ყოველდღიურად ვცდილობ რაღაცის გამოსწორებას.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...ძალიან ბევრი რამ. მიუღებელია, როცა ადამიანი ამბობს, "არ შემიძლია". ადამიანს შეუძლია ყველაფერი, რასაც მოინდომებს და მიზნად დაისახავს. "არ შემიძლია" ზარმაცებისთვის დამახასიათებელი სიტყვებია, საკუთარი საქციელის გასამართლებლად მოგონილი. არ დავმალავ, წარსულში ეს სიტყვები თავადაც მითქვამს და განცდაც მქონია, რომ რაღაც არ შემიძლია. მაშინ ყველაზე ინერტული ვიყავი. გამოცდილებამ მიჩვენა და დამარწმუნა იმაში, რომ შეუძლებელი არაფერია. კარგია, როცა ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, უფრო კარგია - სხვის გამოცდილებასაც თუ გაითვალისწინებს.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა, მაგრამ მიწევს. ისეთი საქმის კეთებაც მეზარება, რომელიც სიამოვნებას არ მანიჭებს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ადამიანებს ჩემი მუსიკით, ჩემი საქმით მივცე იმედი და ვანუგეშო. დღევანდელ ტელესივრცეში ყველაზე მეტად ის არ მომწონს, რომ ლაპარაკობენ იმაზე, რა არ არის მოსაწონი, მაგრამ არავინ ამბობს იმას, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს. მალე "იბერიის" ეთერში თავად ვიწყებ გადაცემაზე მუშაობას და ამ თემას იქ შევეხები. სატელევიზიო სივრცეში ჩემი, როგორც წამყვანის, დებიუტი შედგება. ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე. როგორ ვიმუშაო კამერასთან - ეს ვიცი, როგორც სტუმარმა, მაგრამ როგორ ვიმუშაო, როგორც წამყვანმა, ახლა ვისწავლე. ნინო შავგულიძე არაჩვეულებრივი პარტნიორია... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი